სიახლე

როგორი იქნება მომღერალი სათამაშო ჟოზე და სად იქნება შესაძლებელი მისი შეძენა

როგორი იქნება მომღერალი სათამაშო ჟოზე და სად იქნება შესაძლებელი მისი შეძენა
საახალწლოდ ბავშვების გასახარებლად წელს უფროსებს ყველაზე ნაკლები ფიქრი მოუწევთ. მალე ათასობით ბავშვის საყვარელი პერსონაჟი, მხიარული მომღერალი, ჟირაფი ჟოზე მაღაზიებში გამოჩნდება. დიახ, იუთუბის ქართველი ანიმაციური ვარსკვლავი მალე მომღერალ სათამაშოდ გაიყიდება და საუკეთესო საჩუქარიც იქნება პატარებისთვის.

თუ უკვე წარმოიდგინეთ, ვის გაახარებთ ამღერებული, ფუმფულა ჟირაფით, ალბათ სხვა დეტალებიც დაგაინტერესებთ. 7 დეკემბრიდან ჟოზე ექსკლუზიურად მხოლოდ მაღაზია "პეპელას" ქსელში იქნება წარმოდგენილი. ეს ნიშნავს, რომ "პეპელას" უკლებლივ ყველა ფილიალში, თბილისშიც და რეგიონებშიც, ამ სათამაშოს შეძენას შეძლებთ.

სხვა დეტალებზე ჟოზეს პერსონაჟის იდეის
ავტორს, სცენარისტსა და რეჟისორს გიორგი მარშანიას ვესაუბრეთ.

- 7 დეკემბრიდან ჟოზეს ხმოვანი სათამაშო მაღაზია "პეპელას" ყველა ფილიალში ხელმისაწვდომი იქნება. სათამაშო 5 სიმღერას მღერის. აქვს რამდენიმე რეჟიმი: ჩართვა, რომლის დროსაც გვესალმება; ხმის მარეგულირებელი რეჟიმი, რათა ბავშვისთვის სასურველ ხმაზე მომართოთ და სიმღერების მოსმენის რეჟიმი, რომელიც საშუალებას მოგცემთ სხვადასხვა სიმღერაზე გადართოთ და სასურველი ვარიანტი შეარჩიოთ.

- ჟოზეს ალბათ, ბევრი ელოდა...

- ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ამ სათამაშოს დიდი ხნის განმავლობაში. ვინაიდან პირველი მცდელობაა, ამიტომ ტირაჟი შეზღუდული რაოდენობით გამოვა, თუმცა თუ მოთხოვნა იქნება, ტირაჟს გავზრდით. მომდევნო აუცილებლად იქნება ჟოზეფინას სათამაშო, შემდეგში ჟოზეს სხვა მეგობრებიც მიემატება. მომღერალი მხოლოდ ჟოზეს სთამაშოა, დანარჩენები შედარებით მცირე ზომის, ფუმფულა სათამაშოებად გამოვა.


- ამ დროისთვის ჟოზეს სიმღერებიდან ყველაზე მეტი პოპულარობა რომელმა მოიპოვა?

- ყველაზე პოპულარულია "ფერები" და "წელიწადის დროები". საერთო ჯამში ჟოზეს 21 სიმღერა დაუგროვდა, ჩვენს არხს იუთუბზე კი - ასი ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. წელიწადში ჟოზეს თითო სიმღერა საშუალოდ 4-5 მილიონ ნახვას აგროვებს.

- ჟოზე რამდენი წლისაა?
- დაახლოებით 5 წლის წინ შევქმენით მე და ჩემმა მეგობრებმა. მაშინ ჯერ კიდეც სამოყვარულო-გასართობი საქმე იყო ჩვენთვის, მაგრამ ვნახეთ, რომ პირველივე სიმღერამ "მხიარული მათემატიკა" ყოველგვარი რეკლამის გარეშე მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ამიტომ ჩვენს საქმიანობას უფრო სტაბილური სახე მივეცით და ორი წლის წინ ჩამოვაყალიბეთ სტუდია "ველოსიპედი". გვაქვს ასევე ხატვის ვიდეოგაკვეთილებიც. სამომავლოდ ახალ რუბრიკას ვამზადებთ. "ჟოზე მეგობარია" - ეს იქნება ამ რუბრიკის სახელი, რომელშიც იგავის ფორმით წამოვჭრით სხვადასხვა ბავშვურ პრობლემას, ჟოზე კი ბავშვებს ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93