სიახლე

"სექსი დიდ ქალაქში" ქართულ ენაზე - რა ხდებოდა ბესტსელერის პრეზენტაციაზე სასტუმრო "მოქსიში"

"სექსი დიდ ქალაქში" ქართულ ენაზე - რა ხდებოდა ბესტსელერის პრეზენტაციაზე სასტუმრო "მოქსიში"
ინ არი­ან ნიუ-იორ­კე­ლი ფე­მი­ნის­ტე­ბი, ვინ ვისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ან საყ­ვა­რე­ლია და, სა­ერ­თოდ, რამ­დე­ნად სა­სურ­ვე­ლია ქალი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს­თვის? - ამ კი­თხვებ­ზე პა­სუხს მარ­ტი­ვად მი­ი­ღებთ ქენ­დის ბუშ­ნე­ლის ბესტსე­ლე­რი­დან - "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში", რო­მე­ლიც "პა­ლიტ­რა L"-მა ქარ­თულ ენა­ზე გა­მოს­ცა.

ბუშ­ნელ­მა წიგ­ნი პირ­ვე­ლად 1997 წელს გა­მოს­ცა და მის მი­ხედ­ვით სე­რი­ა­ლი „სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში“ შე­იქ­მნა. ბუშ­ნე­ლი სიყ­ვა­რულ­სა და ცხოვ­რე­ბას ყვე­ლა კუ­თხი­დან აღ­წერს. წიგ­ნი 33 ენა­ზე არის ნა­თარ­გმნი.




ჟურ­ნა­ლის­ტი ქენ­დის ბუშ­ნე­ლი, სა­ხა­ლი­სო ქა­ლურ ის­ტო­რი­ებს სტა­ტი­ე­ბად წერ­და, რაც ჯერ სე­რი­ა­ლად იქცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი
მის მი­ხედ­ვით ორი ფილ­მი გა­და­ი­ღეს.

„სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში“ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია სას­ტუმ­რო „მოქსში“ შედ­გა, სა­დაც მიწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი იყ­ვნენ. მათ­თვის მო­ე­წყო გა­თა­მა­შე­ბე­ბი, სა­დაც "გაგ­რა პლი­უ­სის", "ალ­პენ­ფარ­მას" და სხვა ბრენ­დე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი გა­თა­მაშ­და.



ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე, პა­ლიტ­რა L-ის მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"დღეს სას­ტუმ­რო "მოქ­სი­ში" ქენ­დის ბუშ­ნე­ლის წიგ­ნის „სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა, მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­მა­რი მო­ვი­და. ქალ­ბა­ტო­ნებ­ში ეს წიგ­ნი აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას არ კარ­გავს, ვფიქ­რობ, რომ ბევ­რი მათ­გა­ნის თა­რო­ზე და­ი­კა­ვებს სა­პა­ტიო ად­გილს. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მოწ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ რო­გორც მწერ­ლე­ბი, მთარ­გნე­ლე­ბი, ჩვე­ნი წიგ­ნე­ბის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი,ასე­ვე ბო­მონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მი­ხა­რია რომ ყვე­ლას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა წიგ­ნი, გა­ვა­თა­მა­შეთ სა­ჩუქ­რე­ბი და რაც მთა­ვა­რია, მთა­ვა­რი პრი­ზი, - პა­რი­ზის ბი­ლე­თი."



"ელე­ნე ორაგ­ვე­ლი­ძე, "ალ­პენ­ფარ­მას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი:

"ამ სა­ღა­მოს ერთ-ერთი სპონ­სო­რი არის ჩვე­ნი კომ­პა­ნია ალ­პენ-ფარ­მა - შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ჩვენ ვართ ავ­ტო­რი პრო­ექ­ტის „40+“, რაც გუ­ლის­ხმობს ორი­ვე სქე­სის ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვას 40 წლის შემ­დეგ.

ქენ­დის ბუშ­ნე­ლის წიგ­ნიც სწო­რედ ამ ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვით­რობს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თე­მა­ტუ­რად ვართ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ამ სა­ღა­მო­ზე"



ირი­ნა ონაშ­ვი­ლი, მო­დე­ლი:

"ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბი „პა­ლიტ­რის“ და „ბო­მონ­დის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის­თვის. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ახ­ლეა - წიგ­ნი „სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში“ ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ი­ცა! ფილ­მი ნა­ნა­ხი მაქვს, მაგ­რამ წიგ­ნი არ მაქვს წა­კი­თხუ­ლი და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ „პა­ლიტ­რა L”-მა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა და მუდ­მი­ვად გვა­ნე­ბივ­რებს ახა­ლი წიგ­ნე­ბით".



სა­ღა­მოს მსვლე­ლო­ბი­სას გა­თა­მაშ­და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პრი­ზე­ბი. სტუმ­რებს სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცათ „არო­მა­ტე­კის“, „ნეილ სა­ნის“, „ეი­ვო­ნის“, „შო­კო­ლა­ტე­რია არ­ტი­ზა­ნის“, "მორ ბი­უ­თის“, „რეს­ტი­ლა­ი­ნის", გიგი მა­ხა­რა­ძის სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კა „ცე­დექ­სის“, „ბიბ­ლუ­სის, „ორ­გა­ნიკ ლა­ბის“, „სვის ლა­ი­ნის“, „პა­რი­ზის“ და ნუტ­რი­ცი­ო­ლოგ ნატა გა­გუ­ას მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პრი­ზე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის სპონ­სო­რე­ბი იყ­ვნენ: მსოფ­ლი­ო­ში #1 ბრენ­დი - "რეს­ტი­ლა­ი­ნი", "გაგ­რა პლი­უ­სი" და "ალ­პენ­ფარ­მას" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თამარ ბოჭორიშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93