"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" შედგება 24 მონეტისაგან, რომ-ლითაც ივსება წიგნი-ალმობი. 14 ნოემბრიდან, თვეში ერთხელ, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მონეტების კომპლექტი სპეციალურ ფასად იქნება ხელ-მისაწვდომი. პროექტი 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მკითხველი 4 თვის განმავლობაში, ჟურნალთან ერთად, ხუთ-ხუთს, ბოლო თვეს კი 4 მონეტას მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის გამნავლობაში (5 თვე) წიგნი-ალბომი, რომელსაც მკითხველი შეგროვებული 24 მონეტით შეავ-სებს, სპეციალურ ფასად - 20.90 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. ალბომს, ასევე, მოჰყვება სპეციალური ლუპა. შემდეგი მონეტების კომპლექტი, 12 დეკემბრიდან გზასთან ერთად, სპეციალურ ფასად 8,40 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.
ალბომზე ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი დიდი ხნის განმავლობა-ში მუშაობდა. წიგნ-ალბომში წარმოდგენილი მონეტების ორიგინალები და-ცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
“ ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ საქართველოს სახელმწიფოებ-რიობის მატიანეა, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყი-სამდე პერიოდს მოიცავს. ამ მონეტებით მოყოლილი ისტორია არის საინ-ტერესო გზა, რომ გაჰყვე საქართველოს სავაჭრო გზებს, იმ პერიოდებს, როდესაც ფული იჭრებოდა. ყველა მონეტა ძალიან სკურპულოზურად არის შერჩეული იმ პერიოდებთან დაკავშირებით, იმ მეფეებთან, რომლთაც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ყველა ფული დევალვაციას განიცდის,თუმცა ეს არის ფული, რომელიც არასდროს უფასურდება.
პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და "გამომცემლობა პა-ლიტრა L“ -ის მიერ განხორციელდა და ის წიგნ-ალბომსა და მონეტების კო-ლექციას აერთიანებს, 24 განსხვავებული მონეტა, საქართველოს ისტორი-ას ქრონოლოგიურად გვიამბობს.
თითოეულ მონეტას ერთვის შესაბამისი ეპოქის მიმოხილვა. ალბომში შეხ-ვდებით ეროვნულ მუზეუმში დაცულ, ეპოქების ამსახველი ექსპონატების ფოტოებსაც, რომლებიც ისტორიული სიზუსტით აღწერენ თითოეულ მონეტას.