მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი 29 წლის გახდა. მზრუნველმა ქმარმა- ნოე სულაბერიძემ ცხადია ეს მშვენიერი დღე ცოლის გვერდით გაატარა.
მან მისი რჩეულის მიმართ თბილი სიტყვები "ინსტაგრამის" მეშვეობითაც არ დაიშურა, რასაც ჯანეტმაც ცალკე პოსტით უპასუხა.
ნოე სულაბერიძე: "შარშან ამ დროს ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ჩემი ცხოვრება ერთ წელიწადში ასეთი დოზით გაფერადდებოდა! მადლობა, რომ შენი არსებობით მილამაზებ ყოველ დღეს!...
და რა თქმა უნდა დაბადების დღეს გილოცავ! Love you to the moon and back.".
წყვილმა მეგობრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის იყვნენ ნინი ბადურაშვილი, სოფო ნიჟარაძე, ნინო ჩხეიძე და სხვები.
ჯანეტს დაბადების დღის წვეულებაზე ულამაზესი ტორტი ჰქონდა, რომელიც ორიგინალურად იყო გაფორმებული. გამომწერების მახვილ თვალს არ გამორჩენია, რომ ფიგურები ჯანეტს და ნოეს ძალიან ჰგავდნენ. მოდელმა გადაწყვიტა, რომ შავი კაბა ჩაეცვა და აქცენტი თმაზეც გადაიტანა.
"დღეს სანთლებს რომ ვაქრობდი მივხვდი რომ ყველაზე ნანატრი სურვილები რაც კი მქონდა ამ წლების განმავლობაში, ამიხდა. ყველა ჯანმრთელია, მყავს უთბილესი და მზრუნველი მეუღლე, ვართ ჩვენი ანგელოზის მოლოდინში.
აი ეს ყოფილა ნამდვილი ბედნიერება, რასაც თქვენც გისურვებთ მეგობრებო, სულიერ სიმშვიდეს"- წერს ჯანეტი.
"ძალიან დიდ პატივს ვცემ ჯანეტს, ის არის ნამდვილი ტრადიციული ქართველი ქალბატონი. ულევ ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ." წერს ერთ-ერთი გამომწერი.