რა დავაწყოთ მაგიდაზე თაგვთან შესახვედრად ახალი წლის ღამეს? - Marao

რა დავაწყოთ მაგიდაზე თაგვთან შესახვედრად ახალი წლის ღამეს?

2019-12-10 12:37:25+04:00


2020 წლის სიმბოლო მეტალის თაგვია, ამ მხრივ კი, მაგიდის გაწყობაში სრული თავისუფლებაა - თაგვი არის ის არსება, რომელიც ყველაფერს ჭამს და კარგი მადით გამოირჩევა: უყვარს ხორციც, თევზიც და ხილიც, ამავდროულად, ნიგოზი და გამომცხვარი ტკბილეულიც. გამოუყავით განსაკუთრებული ყურადღება ყველის კარგ სახეობებს, თაგვი ამას აუცილებლად დააფასებს. უყვარს ხორცის დელიკატესები, ხილი და ბოსტნეულის სალათები.

Image result for Что поставить на стол в Новый год Крысы

თუკი მარხვას იცავთ, გახსოვდეთ: ახალი წლის ღამე შობის მარხვის პერიოდს ემთხვევა. თუკი თქვენთვის ეს გარემოება მნიშვნელოვანია, გამოუყავით ყურადღება სამარხვო სალათების, ხილის, ბოსტნეულის, ნიგვზის და გამომშრალი ხილის მომზადებას. ამავდროულად, არ დაგავიწყდეთ სამარხვო ტკბილეულების გამოცხობა.

Image result for Что поставить на стол в Новый год Крысы

კიდევ ერთი რჩევა: როგორი შენახულიც უნდა იყოს ვირთხა, ახალი წლის ღამის დახვედრის შემდეგ სალათები, რომლებიც მაგიდაზე გეწყოთ, არ ღირს მათი მეორე დღეს მირთმევა, ვინაიდან დიდია იმის ალბათობა, რომ მაცივარში შენახვის გარეშე მალე ამჟავდეს, ახალი წლის მოწამვლით დაწყება კი ნამდვილად არ ღირს.

Related image

როგორ მოვრთოთ სახლი თაგვის წელიწადისთვის?

ახალი წლის დასახვედრად წლის სიმბოლოს, თაგვის თემის გათვალისწინება აუცილებელია: გირჩევთ, დეკორაციებში მასიურად გამოიყენოთ თეთრი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი. არ დაგავიწყდეთ მეტალის აქსესუარები და სანათები.

Image result for Что поставить на стол в Новый год Крысы

იმისათვის, რომ მიესალმოთ თაგვს და კარგი ფეხით შემოვიდეს თქვენს ოჯახში, მაგიდაზე დადეთ თაგვის ფიგურა ან სანთელი მისი ფორმით.

Image result for Что поставить на стол в Новый год Крысы