33 წლის ირინა შეიკი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ცნობილ მამაკაცთან ერთად დაინახეს.
რუსმა ტოპ-მოდელმა გულშემატკივრები საგონებელში ჩააგდო. მას შავი კაბა ეცვა, რომელსაც ღრმა დეკოლტე ჰქონდა. ყურადღება მიიქცია კაბის ჩახსნილმა დეტალმაც. გამომწერებმა აღნიშნეს, რომ ირინას ნათელი, გლუვი მაკიაჟი ჰქონდა, რაც ძალიან მოუხდა.
მამაკაცი, რომელზეც ამდენს საუბრობენ, ალი კავუსი გახლავთ. ის სააგენტო "The lion"-ის დამფუძნებელი და ცნობილი მოდის აგენტია.
"ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მეგობრებს, ოჯახს და არსებობენ ისეთი მეგობრებიც, რომლებიც შენს ოჯახად იქცევიან ხოლმე. ალი, ძალიან მიყვარხარ. გმადლობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ", - წერს შეიკი.
ფოტო, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცა, მდიდრულ რესტორანშია გადაღებული. ვარსკვლავების გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ ირინას და ალის პაემანი ჰქონდათ.
ამასობაში მათ დაიწყეს ალის შედარება ბრედლი კუპერთან.
"ირინა, შენ ნამდვილი დედოფალი ხარ. ყველაზე ლამაზი", "არ ვიცი, ვინ არის ეს მამაკაცი, მაგრამ ერთად ძალიან კარგად გამოიყურებით", "ჰარმონიული წყვილი ხართ", "ეს კაცი გარეგნობით ბრედლიზე მეტად მომწონს. უკეთ გამოიყურება, ვიდრე ის". - წერენ გამომწერები. ირინა და ალი რამდენიმე წელია თანამშრომლობენ და ერთმანეთთან დადებითი ურთიერთობა აქვთ.
ირინას პოპულარობას, ერთი მხრივ, ალის მხარდაჭერამაც შეუწყო ხელი, რადგან ის, როგორც აგენტი, ძალიან ეხმარებოდა. ალი თანამშრომლობს ცნობილ ბრენდებთან, რაც ცხადია, ბევრს ნიშნავს.
გამართლდება თუ არა ვარაუდები, არავინ იცის, რადგან ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ ირინას რამდენიმე რომანი უკვე მიაწერეს, თუმცა ფაქტია, რომ მას ამაზე საჯაროდ ჯერ არ უსაუბრია.