სიახლე

რა მოხდება "დიდ სცენაზე"? - ახალი მეგაშოუ "რუსთავი 2"-ზე ძველი და ახალი სახეებით

რა მოხდება "დიდ სცენაზე"? - ახალი მეგაშოუ "რუსთავი 2"-ზე ძველი და ახალი სახეებით
სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გა­შო­უ­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს ცოტა ხან­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი შე­ე­მა­ტე­ბა, რო­მელ­საც "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში იხი­ლავს მა­ყუ­რე­ბე­ლი.

მუ­სი­კა­ლუ­რი მე­გა­შოუ "დიდი სცე­ნა" არის კონ­კურ­სი, სა­დაც კონ­კურ­სან­ტე­ბი შე­უ­ზღუ­და­ვად, ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის, კუ­თხის ჰან­გებს, ნე­ბის­მი­ერ ენა­ზე იმ­ღე­რე­ბენ. შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რე­ბის სამი სე­რია ეთერ­ში 15 დე­კემ­ბრი­დან გავა.

"5 იან­ვარს პირ­ვე­ლი ლა­ივ­კონ­ცერ­ტია. გვყავს 10 კონ­კურ­სან­ტი და გვექ­ნე­ბა სულ 8 ლა­ივ­კონ­ცერ­ტი. კას­ტინ­გებ­ზე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჟი­უ­რი მუ­შა­ობ­და, სხვა პრო­ექ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, არ ჩხუ­ბო­ბენ, თბი­ლად და კარ­გად უძღვე­ბი­ან საქ­მეს“ - გვე­უბ­ნე­ბა პრო­ექ­ტის რე­ჟი­სო­რი და „რუს­თა­ვი 2“-ის მთა­ვა­რი
რე­ჟი­სო­რი ნიკა ლო­მი­ძე, რო­მე­ლიც არ გვი­მა­ლავს ჟი­უ­რის წევ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბას: ნატო მე­ტო­ნი­ძე, გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი და სა­ლიო - სა­ლო­მე კორ­კო­ტაშ­ვი­ლი.


"ამ მუ­სი­კო­სებ­მა შე­არ­ჩი­ეს კონ­კურ­სის­თვის ათე­უ­ლი. ლა­ი­ვებ­ზე კი მათ ორი ახლი წევ­რი და­ე­მა­ტე­ბა. თუ ვინ, ამას ჯერ არ გე­ტყვით... ასე რომ, ახლა ვემ­ზა­დე­ბით იმის­თვის, რომ 15 დე­კემ­ბრის­თვის ეთერ­ში პირ­ვე­ლი სე­რია გა­ვი­დეს“.
- რო­გორ აპი­რებს სრუ­ლი­ად ახა­ლი შოუ აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი და რე­ი­ტინ­გუ­ლი მე­გა­შო­უ­ე­ბის­თვის კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვას? მით უფრო, რომ ყვე­ლა ერ­თად, თით­ქმის პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­შია ეთერ­ში...

- ჩვენ სხვა და­სა­ხე­ლე­ბა გვაქვს და წე­სე­ბიც სრუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ასე­თი პრო­ექ­ტი ჯერ არ გა­კე­თე­ბუ­ლა...

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კუ­რენ­ცი­ას, "დიდი სცე­ნის" კე­თე­ბას არ და­ვი­წყებ­დით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი რომ არ ვი­ყოთ პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი­ა­ნო­ბა­სა და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნო­ბა­ში. ამას­თან, გვაქვს ძა­ლი­ან სწო­რი მიდ­გო­მა, პრინ­ცი­პი, რომ კონ­კურ­სი არ ჩა­ვა­ტა­როთ იმის­თვის, რომ ეთერ­ში ვაჩ­ვე­ნოთ მხო­ლოდ გა­და­ცე­მა. ჟი­უ­რის წევ­რე­ბიც იმა­ვეს ფიქ­რო­ბენ და გა­მუდ­მე­ბით ამ­ბო­ბენ, რომ ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ კონ­კურ­სში აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ ადა­მი­ა­ნი, ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც, სი­ა­მოვ­ნე­ბით შევ­ძლებთ კო­ლა­ბო­რა­ცი­ას, ერ­თობ­ლივ პრო­ექტს.

ასე რომ, უნ­დათ ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხის აღ­მო­ჩე­ნა, მათ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდე­ბი­ან დიდ სცე­ნა­ზე და მერე სხვა სცე­ნებ­ზე გა­ა­კე­თე­ბენ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს. მოკ­ლედ, კონ­კურ­სან­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა ობი­ექ­ტუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა.


- მა­ყუ­რე­ბე­ლი ყვე­ლა ენა­ზე და ყვე­ლა ჟან­რის მუ­სი­კას მო­ის­მენს?

- დიახ, შე­იძ­ლე­ბა, ლა­თი­ნო-ამე­რი­კუ­ლი, ია­პო­ნუ­რი და არა­ვინ იცის, რა მუ­სი­კა გა­იჟ­ღე­რებს, რად­გა­ნაც პრო­ექ­ტებ­ში ყელ­გან ერთი და იგი­ვე ის­მის. ნაც­ნობ­სა და პო­პუ­ლა­რულ ნა­მუ­შევ­რებ­საც გა­ვაჟ­ღე­რებთ, მაგ­რამ, ხომ ვამ­ბობ, აუ­ცი­ლებ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლებ­საც.

- ვინ არი­ან შოუს წამ­ყვა­ნე­ბი?

- შოუს ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნი­დან წა­იყ­ვა­ნენ: აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი და თიკა ფა­ცა­ცია, ბრდღვნი­ან ყვე­ლა­ფერს, ისე­თე­ბი არი­ან! ასე­თი წამ­ყვა­ნე­ბი იშ­ვი­ა­თია - სცე­ნა­ზე სა­ოც­რე­ბებს ახ­დე­ნენ. კონ­კურ­სან­ტებს ოთა­ხი­დან წა­რად­გე­ნენ - მაკო კვი­ტა­იშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ქორ­ქია. რაც მთა­ვა­რია, პრო­ექტს სა­ო­ცა­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი ჰყავს. მა­ყუ­რე­ბელს სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ო­ბა ელო­დე­ბა!

- რას პირ­დე­ბა შოუ გა­მარ­ჯვე­ბულს?

- ესეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვარ­ღვევთ და­ჯილ­დო­ე­ბის პრინ­ციპს, რო­მე­ლიც ყო­ველ შო­უ­ში ერ­თია - სულ პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სულს რომ ხვდე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი და და­ნარ­ჩე­ნი 9 კონ­კურ­სან­ტი არა­ვის აინ­ტე­რე­სებ­და. სპონ­სო­რებს, სტუმ­რებს თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი კონ­კურ­სან­ტე­ბი ეყო­ლე­ბათ. ფი­ნალ­ში სამი ადა­მი­ა­ნი დარ­ჩე­ბა და ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი და­ჯილ­დოვ­დე­ბა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93