სიახლე

"მსგავსი პროექტი საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა" - თამარ ბაღაშვილის ქალიშვილი "რუსთავი 2"-ის მეგაშოუს წამყვანი იქნება

"მსგავსი პროექტი საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა" - თამარ ბაღაშვილის ქალიშვილი "რუსთავი 2"-ის მეგაშოუს წამყვანი იქნება
შოუს "დიდი სცე­ნა" "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი მალე იხი­ლავს. რო­გორც პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ო­ბა მზად­დე­ბა - კარ­გი ჟი­უ­რით, კონ­კურ­სან­ტე­ბით და წამ­ყვა­ნე­ბით...

AMBEBI.GE დღეს ერთ-ერთ წამ­ყვანს ნინი კუპ­რა­ძეს გა­გაც­ნობთ. ის "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის გა­და­ცე­მის "დილა უქ­მე­ებ­ზე" ჟურ­ნა­ლის­ტია. ნინი შოუს დე­ტა­ლებ­ზე, მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და დე­და­ზე გვიყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მარ ბა­ღაშ­ვი­ლია და რომ­ლის გავ­ლე­ნი­თაც ეს პრო­ფე­სია აირ­ჩია.

"ვსწავ­ლობ ბიზ­ნეს-ად­მი­ნის­ტრი­რე­ბი­სა და ტუ­რიზ­მის ფა­კულ­ტეტ­ზე, მაგ­რამ ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბით არ ვმუ­შა­ობ. პა­რა­ლე­ლუ­რად ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზეც ვსწავ­ლობ­დი, ისე, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ოდეს­მე ჩემი
სპე­ცი­ა­ლო­ბი­თაც ვი­მუ­შა­ვო. ჯერ­ჯე­რო­ბით ისე მომ­წონს ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა, რომ სხვას არა­ფერს ვა­პი­რებ," - გვე­უბ­ნე­ბა ნინი კუპ­რა­ძე, რო­მე­ლიც უკვე 2 წე­ლია "რუს­თა­ვი 2"-ში საქ­მი­ა­ნობს.

ამ­ბობს, რომ თა­ვი­დან "კუ­რი­ე­რის" ვებგ­ვერ­დზე მუ­შა­ობ­და - ტექ­სტებს წერ­და, შემ­დეგ პრო­ექტ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" მე­ო­რე სე­ზონ­ზე... ერთი სი­ტყვით, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ბევრ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­მოს­ცა­და თავი. "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი 3" რომ და­ვი­წყეთ, იქ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ არ­ხის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბის გამო, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. მე ეს მხა­რე ავირ­ჩიე, დავ­რჩი "რუს­თა­ვი 2"-ზე, სა­დაც ასე­ვე და­ი­წყო პრო­ექ­ტი "დიდი სცე­ნა".


ამ შო­უ­ში სა­რეკ­ლა­მო ჭრე­ბის წამ­ყვა­ნი ვიქ­ნე­ბი, ასე­ვე ჩვე­ნი სპონ­სო­რის "ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის" ოთა­ხი­და­ნაც წა­ვუ­ძღვე­ბი პრო­ექტს," - აღ­ნიშ­ნავს ნინი და გვიხ­სნის, რომ "დიდ სცე­ნას" სხვა შო­უ­ებ­თან შე­და­რე­ბით, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბი ექ­ნე­ბა. კონ­კურ­სან­ტი პირ­ველ ლა­ივ­ზე არ გა­ვარ­დე­ბა. აუტ­სა­ი­დე­რებს შემ­დეგ ლა­ივ­ზე ექ­ნე­ბათ შან­სი, ძა­ლე­ბი ისევ მო­სინ­ჯონ და მო­რი­გი ლა­ი­ვის პირ­ვე­ლი 15 წუთი სწო­რედ მათ და­ეთ­მო­ბათ - ისევ წარ­დგე­ბი­ან მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, ერ­თმა­ნეთს დუ­ე­ტის სა­ხით შე­ე­ჯიბ­რე­ბი­ან.

"მე ამ 2 აუტ­სა­ი­დერს გა­ვე­სა­უბ­რე­ბი, მათ გვერ­დით ვიქ­ნე­ბი და შემ­დეგ უკვე სა­რეკ­ლა­მო ჭრე­ბი იმა­ვე ოთა­ხი­დან გვექ­ნე­ბა, რა დრო­საც მა­ყუ­რე­ბელს კადრს მიღ­მა შე­ვა­ხე­დებ," - ამ­ბობს ნინი.

- ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ასე რომ შე­გიყ­ვარ­და, სავ­რა­უ­დოდ, დე­დის დამ­სა­ხუ­რე­ბა უნდა იყოს, რად­გა­ნაც ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის თა­მარ ბა­ღაშვლის შვი­ლი ხარ...


- კი ასეა, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა არ მინ­დო­და, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში რა­ღაც მო­მე­წო­ნა, თუმ­ცა სულ იმას ვამ­ბობ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი არ ვიქ­რე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით ამის სურ­ვი­ლი არ მაქვს, რად­გა­ნაც თავს ასე უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. ისე, ხვალ რა იქ­ნე­ბა, არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ბო­ლომ­დე დე­და­ჩე­მის კვალს გავ­ყვე... ამას მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს.



- ბავ­შვო­ბა­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ალ­ბათ დე­დას "გარ­თმევ­და" და ამი­ტომ, არ გინ­დო­და ამ პრო­ფე­სი­ას გა­ყო­ლო­დი?


- კი, სულ დე­დის დე­ფი­ცი­ტი იყო... თან, მუდ­მი­ვად ცხელ თე­მებ­ზე მუ­შა­ობ­და - პო­ლი­ტი­კა­ში. ამას დიდი დის­კომ­ფორ­ტი არ შე­უქ­მნია, მაგ­რამ არ მსი­ა­მოვ­ნებ­და. მოკ­ლედ, არ მინ­დო­და, იგი­ვე მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა და­ვი­წყე, დე­დამ ხელი შე­მი­წყო, ძა­ლი­ან მგულ­შე­მატ­კივ­რობს, ყვე­ლა ჩემს ეთერ­ზე ნერ­ვი­უ­ლობს. გა­და­ცე­მის "დილა უქ­მე­ებ­ზე" კულ­ტუ­რის ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით მი­ყუ­რებს და მა­ფა­სებს. ისე მე­ტად უფრო თა­ვი­დან მაკ­რი­ტი­კებ­და, უნ­დო­და, უკე­თე­სი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ახლა ცოტა გა­ნე­იტ­რალ­და - მაკ­რი­ტი­კებს და კარგ რა­ღა­ცებ­საც მე­უბ­ნე­ბა.

- მკაც­რი დე­დაა?


- უფრო მომ­თხოვ­ნი, ბევრ რა­ღა­ცას ითხოვს. ჰგო­ნია, რომ მეტი და მეტი შე­მიძ­ლია. უნდა, რომ სა­უ­კე­თე­სო ვიყო და საქ­მე­ში მთე­ლი გული ჩავ­დო, თავი, დრო და ენერ­გია არ დავ­ზო­გო.


- მაგ­რამ დედა-შვი­ლი დღეს სხვა­დას­ხვა არხზე მუ­შა­ობთ...


- ბევ­რი ვი­სა­უბ­რე ამა­ზე, მაგ­რამ პა­სუ­ხი მა­ინც ერ­თია - ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უფრო ღი­რე­ბუ­ლია. მე­გობ­რე­ბი მყავს რო­გორც "რუს­თა­ვი 2"-ში, ასე­ვე ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და იმას, ვინ სად მუ­შა­ობს, ჩემ­თვის პრობ­ლე­მა არ შე­უქ­მნია. ვი­მე­ო­რებ, არ ვარ პო­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი. ასე რომ, მე გა­ვა­კე­თე ჩემი არ­ჩე­ვა­ნი და დე­და­ჩემ­მა - თა­ვი­სი, - ყვე­ლას არ­ჩე­ვანს პა­ტივს ვცემ.

- შოუს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ - რას ჰპირ­დე­ბა "დიდი სცე­ნა" მა­ყუ­რე­ბელს?


- არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ შოუს გპირ­დე­ბით, იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. სიმ­ღე­რის კონ­კურ­სია და ამი­ტომ მო­ვი­ძი­ეთ მომ­ღერ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, მაგ­რამ ეს არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ სიმ­ღე­რა - ეს არის პერ­ფო­მან­სე­ბი, შოუს სა­ხით დად­გმუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი, მსგავ­სი პრო­ექ­ტი ჯერ არ გა­კე­თე­ბუ­ლა. ამას­თან, არ გვინ­და, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ჟი­უ­რის წევ­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ამას ნა­ხავთ კი­დეც, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი არ არი­ან გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი იმ სე­რი­ებ­ში, რო­მე­ლიც 15 დე­კემ­ბერს და­ი­წყე­ბა. ჟი­უ­რი არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად უხ­სნის თი­თო­ე­ულს, თუ რა­ტომ "არა". შოუს წარ­მა­ტე­ბას ეს ჟი­უ­რი ხელს უწყობს და დი­დად ეხ­მა­რე­ბა. ასე რომ, გვი­ყუ­რეთ!

ლალი ფაცია
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93