სიახლე

ვიქტორიანული ეპოქის 10 ყველაზე საშიში მისალოცი ბარათი საშობაოდ

ვიქტორიანული ეპოქის 10 ყველაზე საშიში მისალოცი ბარათი საშობაოდ
დედოფალ ვიქტორიას ეპოქიდან არის რაღაცები, რაც სისხლს გაგიყინავთ და გაგაშეშებთ ერთდროულად. ამ პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა სიკვდილის კულტი: გარდაცვლილი ნათესავების ფოტოები შიშს ბადებს ადამიანებში და ცნობისმოყვარეობას უღვივებს. რა იყო გამოხატული ვიქტორიანულ მისალოც ბარათებზე? რა თქმა უნდა, ბაყაყები და ქვეწარმავლები, მათი ცეკვის რიტუალები მთვარის სინათლეზე და მკვდარი ჩიტები დიდი რაოდენობით.

XIX საუკუნის დასაწყისამდე ინგლისში შობა სულაც არ იყო პოპულარული დღესასწაული. სწორედ იმ დროს გამოჩნდა გამოსახულებები საჩუქრებით, თოვლით, წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებით... ქრისტიანულ მოტივებთან ერთად ძველი დროის ენობრივი მისალოცი
ბარათებიც მრავლად იყო, თუმცა ბევრი მათგანი საუკუნეებში დაიკარგა და საბედნიეროდ, არ მოაღწია ჩვენამდე.

წარწერა: „თვალი თვალის წილ“; ინდაურები, რომლებსაც უბედური სახე აქვთ წარწერის ფონზე „ბედნიერი შობა და ახალი წელი“ და უცნაური მრგვალი არსების საშიში ღიმილი.

ნაღების პუდინგი - ტრადიციული საშობაო ტკბილეული ბრიტანეთში, თუმცა ზოგჯერ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გეგმავდი...

ვიქტორიანულ ბარათებზე ხშირად იპოვიდით მკვდარ ჩიტებს. უცნაური სიმბოლოა დღესასწაულისთვის, არა? ნაწილი თვლიდა, რომ მკვდარი ჩიტები იყვნენ ტყეში გარდაცვლილი გაყინული ბავშვების სიმბოლო და ამას უნდა გამოეწვია ადამიანებში სევდა. მეორე ვერსიით კი, ამ ჩიტის სახეობის მოკვლა ბედნიერებისა და წარმატების მომტანი იქნებოდა. შესაბამისად, ეს ოჯახისთვის კარგის ნიშანი იყო.

ამ თოვლის ბაბუას აშკარად რაღაც რიგზე არ აქვს ყველაფერი, ან უბრალოდ ვიღაცამ მოინდომა ბავშვი საშობაოდ.

ასეთი რქებიანი არსების ნახვას კი ნამდვილად არ გირჩევთ. გაიცანით, კრამპუსი!

ამ თოვლის ბაბუაზე რა აზრის ხართ?

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93