თეთრი სახლი შობა-ახალი წლისთვის ემზადება. საახალწლო ნაძვის ხის მორთვა და ოთახების დეკორაციებით გაფორმება აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის პრეროგატივაა.
დეკორაციას ის ყოველ წელს სხვადასხვა თემატიკის მიხედვით არჩევს. წელს მთავარ თემად პატრიოტული მოტივები აირჩია. "ამერიკის სული" - სწორედ ასე უწოდა მელანიამ საახალწლო დეკორაციების მთავარ თემას.
პირველმა ლედიმ Twitter-ისა და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სწორედ თეთრი სახლის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაციები ჩანს. გაგრძელება + ფოტო