უკვე დაიწყე მაღაზიებში სირბილი საჩუქრების ძიებაში? სწორი შოპინგ-სტრატეგია - ეს უკვე ნახევარ წარმატებას უდრის. ჩვენ ვიცით, როგორ ვიყიდოთ ყველაფერი ერთ დღეში, ისე, რომ არ ავიკიდოთ ნევროზი და ფულიც შემოგვრჩეს საფულეში.
- გაემართე საშოპინგოდ დილით, იმისათვის, რომ აირიდო თავიდან ხალხმრავლობა. ადექი ადრიანად და არ დაგავიწყდეს დილის საუკეთესო განწყობით დამუხტვა ჭიქა ყავასთან და საყვარელ ტკბილეულთან ერთად. ასეთი დასაწყისის შემდეგ შოპინგი წარმატებული იქნება.
- შეიქმენი საახალწლო განწყობა. სადღესასწაულო სული შეიგრძენი და საყიდლების სიასაც თავს მარტივად გაართმევ მთელი დღის განმავლობაში. ჩართე საახალწლო მუსიკა ყურსასმენებში ან მანქანაში, ამოიცვი სასაცილო წინდები ან ქუდი და გაეშურე!
- წინასწარ შექმენი საჩუქრების სია მათთვის, ვისთვისაც აპირებ შეძენას. გათვალე ბიუჯეტი თითოეულ ნივთზე. ასე უფრო მარტივად აიღებ ორიენტირს სავაჭრო ცენტრში: არ დაიბნევი მრავალრიცხოვანი არჩევანისა და შეთავაზებების წინაშე და ამასთანავე, დაზოგავ თანხას და დროს.
- გაეშურე ცნობილი სავაჭრო ცენტრისკენ, სადაც არ მოგიწევს საჭირო მაღაზიების ძებნაში დროის კარგვა. გზაში მოიფიქრე მარშრუტი - დაიწყე პოპულარული საჩუქრების განყოფილებიდან, საღამურებითა და კოსმეტიკიდან. თუკი იქ შოპინგი არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, მოიარე ის უცნაური განყოფილებები, რომლებსაც ყოველთვის გვერდს უვლი. იქნებ იქ მიაგნო საჭირო ნივთს?
- არაფერი შეიძინო საკუთარი თავისთვის. ეს დღე განკუთვნილია მხოლოდ მეგობრებისა და ოჯახის წევრების საჩუქრებისთვის. მიჰყევი ჩამოწერილ სიას.
- თუკი არ გიყვარს მარტო შოპინგი, დაურეკე შენს საუკეთესო დაქალს - მასთან ერთად დრო უფრო მხიარულად გავა და ამავდროულად, გაიგებ, რისი მიღება გაუხარდებოდა წელს, თან შენი შეჩერება გაუთვალისწინებელი შენაძენებისგან, მგონი, შეუძლებელია...
- არ გყოფნის დრო? ონლაინშოპინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. აირჩიო და შეუკვეთო სასურველი საჩუქრები ყველასათვის რამდენიმე საათში, სრულიად შესაძლებელია ინტერნეტ-ჰიპერმარკეტებში. ზოგიერთს სპეციალური საახალწლო შეთავაზებაც კი აქვს. მიტანის სერვისითაც უზრუნველყოფილები არიან. ამასთანავე, უკვე შეფუთული და გამზადებული მოვა შენამდე.
- რთული დღე გამოდგა, თუმცა ყველასათვის მოასწარი საჩუქრის შერჩევა და ახლა მზად ხარ ახალ წელთან შესახვედრად? ამოისუნთქე და მიეცი საკუთარ თავს მოდუნების საშუალება. ჩართე საახალწლო ფილმი, გაანათე ნაძვის ხე, მოიმზადე ცხელი, გემრიელი სასმელი ყავის, ჩაის ან ცხელი შოკოლადის სახით და ჩაუჯექი ტკბილეულთან ერთად. აუცილებელია საკუთარი თავი სიმყუდროვით, სითბოთი და საახალწლო განწყობით დამუხტო. არ დაგავიწყდეს, რომ ჯადოქრობებისა და საოცრებების დრო დგება!
წყარო