"ფეისბუქის“ ქართველ მომხმარებელს მუსიკოს სტეფან ჰაუზერის არაერთი ვიდეო აქვს ნანახი. ჩელოს მომხიბვლელ მასტერს მთელ მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მის გულშემატკივრებს შორის ქალები ჭარბობენ. სტეფანმა გულგრილი არც ქართველი ქალები დატოვა.
მუსიკოსის ვიდეოებს "ფეისბუქზე" ათასობით გაზიარება, მოწონება, კომენტარი და მილიონობით ნახვა აქვს.
სტეფან ჰაუზერი ხორვატიიდანაა. ის 1986 წლის 15 ივნისს დაიბადა. სტეფანი წლების განმავლობაში ჯგუფ 2Cellos ერთ-ერთი წევრი იყო. ჯგუფმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი წარმატებული კონცერტი გამართა. დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა 2018 წელს მუსიკოსებმა კარიერის დამოუკიდებლად გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს და ჯგუფი დაიშალა.
სტეფანი ხორვატიაში, პულაში მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა და ადრეული ბავშვობიდანვე მიიღო მუსიკალური განათლება. სტეფანის დედა დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს. მომხიბვლელ ხორვატს ერთი და ჰყავს, რომელმაც ოჯახის ტრადიციას გადაუხვია და ჟურნალისტის პროფესიას დაეუფლა. გაგრძელება