ბერა ივანიშვილის მეუღლე, მოდის ბლოგერი და ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი ნანუკა გუდავაძე იუბილარია. ნანუკას 25 წელი შეუსრულდა.
მან "ინსტაგრამზე" უკვე არაერთი მილოცვა მიიღო.
ბერამ მეუღლეს დაბადების დღე შემდეგი სიტყვებით მიულოცა:
"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემი ცხოვრების სიყვარულო".
ამასთან, წყვილმა ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა.
ასე ულოცავენ გამომწერები ნანუკას დაბადების დღეს: "ბერა, ვულოცავ შენს დედოფალს",
"ის პრინცესას ჰგავს, უფალი ფარავდეს",
" შესანიშნავი ცოლი გყავს".
ერთ-ერთმა გამომწერმა ნანუკას დაბადების დღე უცნაურად მიულოცა და იუმორით სავსე ტექსტი დაუწერა:
"მეც სიამოვნებით ვიქორწინებდი შენზე, იმდენად საყვარელი ხარ".
გთავაზობთ ბერას და ნანუკას ფოტოებს შვილთან ერთადაც.