დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სკანდალმა მსოფლიო აალაპარაკა. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უარს ამბობენ სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე და ყველანაირ პრივილეგიებზე. წყვილს სურს იმუშაოს და ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვოს. მეგანისა და ჰარის განცხადებით, დროის ნაწილს ბრიტანეთში, ნაწილს კი, ჩრდილოეთ ამერიკაში გაატარებენ.
საზოგადოებაში პრინცისა და მისი ცოლის გადაწყვეტილებას განხილვა მოჰყვა. დიდ ბრიტანელთა უმეტესობა განაწყენებულია ისევე, როგორც განაწყენებულები არიან სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ადამიანთა დიდი ნაწილი თვლის, რომ მეგანი ქმრით მანიპულირებს. BBC-ის ცნობით, მადამ ტუსოს მუზეუმში უკვე აიღეს მეგანისა და ჰარის ცვილის ქანდაკებები.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამეფო ოჯახის წევრები უარს ამბობენ სტატუსზე. მიზეზი კი, უმეტეს შემთხვევაში სიყვარულია. დიდ ბრიტანეთსა და დანარჩენ მსოფლიოს კარგად ახსოვს მეფე ედვარდ VIII, რომელმაც საყვარელი ქალის გამო მეფობაზე თქვა უარი. ეს აქამდე ყველაზე გახმაურებული ამბავი იყო.
Ambebi.ge მოგიყვებათ სამეფო წყვილების ისტორიებს, რომლებმაც სტატუსი სიყვარულის გამო დათმეს:
ედუარდ VIII და უოლის სიმფსონი
წარმომავლობისა და ცხოვრების წესის გამო, სამეფო ოჯახისთვის ედუარდის საყვარელი ქალი მიუღებელი იყო. უოლისის დედა შეყვარებულმა ორსულობის დროს მიატოვა. ის უკანონო შვილი იყო. გარდა ამისა, უინძორთა დინასტიას არ მოსწონდა უოლის სიმფსონის წარსული. ამბობდნენ, რომ მას ბევრი საყვარელი ჰყავდა, რომ ჩინეთში, საროსკიპოშიც კი მუშაობდა.
მომავალმა მეფემ სიმფსონი 1934 წელს გაიცნო. ქალს პრინცის საყვარლობა ძალიან ხიბლავდა, თუმცა მასთან სერიოზულ ურთიერთობას არ გეგმავდა, თავად ედუარდს კი, ქალი თავდავიწყებით შეუყვარდა და ურთიერთობას სერიოზულად უყურებდა.
გაგრძელება