ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მთავარ გმირს საყვარელმა გოგონამ ხელის ნაცვლად "ყური სთხოვა" - Marao

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მთავარ გმირს საყვარელმა გოგონამ ხელის ნაცვლად "ყური სთხოვა"

2020-01-14 11:04:28+04:00


"დედა, გავთხოვდი!!! ნინუცა, მიყვარხარ, ყურიან-თავფეხიანად სულ შენთან ვიქნები" - ამ სტატუსს სკანდალური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ბაჩი ვალიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

ვალიშვილს შეყვარებულმა და საცოლემ, ნინუცა გაბისონიამ ორიგინალურად მიულოვა შობა და იმ ღამეს ხელი სთხოვა, უფრო სწორად კი - ყური. ამის შესახებ გოგონამ თავადვე დაწერა სოციალურ ქსელში და პირად გვერდზე ვიდეოც გამოაქვეყნა:

"ყურის თხოვნა შობის ღამეს, ხელი is too mainstream, თან იგივეს ჰო არ ვთხოვდი..." - წერს მსახიობის მუსიკოსი საცოლე.

ნინუცა მომღერალია და წყვილს ერთობლივი დუეტებიც აქვს. გაგრძელება