სიახლე

"სასწაულები ნამდვილად ხდება. მთავარია, შენ თუ დაინახავ და სახელს დაარქმევ" - 10 ამონარიდი წიგნიდან "ოდისევსის სინდრომი"

"სასწაულები ნამდვილად ხდება. მთავარია, შენ თუ დაინახავ და სახელს დაარქმევ" -  10 ამონარიდი წიგნიდან "ოდისევსის სინდრომი"
"ოდისევსის სინდრომი" ნანი მანველიშვილის სადებიუტო რომანია. წიგნი ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის ფარგლებში, ხალხის რჩეული გახდა.

რომანი მკითხველს ემიგრაციასა და სამშობლოსგან შორს ყოფნის ტკივილზე მოუთხრობს. მანამ, სანამ წიგნს გაეცნობით, გთავაზობთ 10 ამონარიდს რომანიდან, რომელმაც ქართველი მკთხველის წიგნების თაროზე უკვე დაიკავა საპატიო ადგილი.

  1. ყველაზე დამღლელი მოლოდინია და თუ ისეთი ვინმე გამოჩნდება, ვინც ამ მდგომარეობას წერტილს დაუსვამს - თუნდაც ეს საკუთარი თავი იყოს - მომენტალურად უბედნიერეს ადამიანად იქცევი.
  2. ხომ არის ზოგჯერ ეგეთი მომენტი, რომ სათქმელს ვერ
    ამბობ. ზოგი რამ სიტყვებმა კი არა, თვალებმა უნდა თქვას.
  3. და თუ ვინმე ბანალურ კითხვას დამისვამს, რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანსო, ერთადერთი პასუხი მექნება - დანაპირების არშესრულებას.
  4. ასეა, ზოგჯერ უსიტყვოდ გავცემთ სიყვარულსაც და თანაგრძნობასაც, ერთი ჩახუტებით, ხელის ერთი ჩაკიდებით.
  5. ნუთუ, ღმერთი ვერ ხედავს ამ ცოდვას? იქნებ ამ დროს თვალებს ხუჭავს, როგორც ცუდი შვილის დედა, მაინც რომ უყვარს შვილი და თან ერიდება...
  6. სინამდვილეში, არავინ იცის, ვინ როდის რას გააკეთებს. უფრო რთული არსებაა ადამიანი, ვიდრე გარედან ჩანს. ამიტომ არ შეიძლება სხვაზე რაიმეს დარწმუნებით თქმა. სხვაზე კი არა, მე თუ მკითხავ, საკუთარ თავშიც არ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები.
  7. თუმცა, სიყვარული არც დღეს და არც არასდროს ყოფილა მხოლოდ სიტყვა. იქნებ, სულაც, საკუთარი თავის პოვნაა სიყვარული? იქნებ ის სულ უნდა ეძებო და მუდამ განაახლო დეტალები?
  8. ზოგჯერ ხომ უცხოსთან ვამჯობინებთ გულისნადების გამხელას და იმის თქმას, რასაც საუკეთესო მეგობარსაც კი არ ვეტყვით. იქნებ იმიტომ, რომ იცი, წარსულს წინ არ დაგახვედრებს, ან სულაც, ნაკლებად გრცხვენია საკუთარი მწარე გამოცდილების.
  9. რასაც გავცემთ, გვიბრუნდება და თუ არ გვიბრუნდება, შეიძლება იმიტომ, რომ სათანადოდ არ გავეცით.
  10. სასწაულები ნამდვილად ხდება. მთავარია, შენ თუ დაინახავ და სახელს დაარქმევ.

 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93