სიახლე

"მინდა, სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისგან, არამედ როგორც ჰარისგან" - სამეფო სკანდალზე ჰარი პირველად ალაპარაკდა

"მინდა, სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისგან, არამედ როგორც ჰარისგან" - სამეფო სკანდალზე ჰარი პირველად ალაპარაკდა
დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო სკან­დალ­ზე პრინ­ცი ჰარი პირ­ვე­ლად სა­უბ­რობს. გან­ცხა­დე­ბა სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა უინ­ძო­რე­ბის სა­მე­ფო კა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ა­კე­თა.

ჰა­რიმ იმ მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ელთა გა­მოც სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის სტა­ტუს­სა და პრი­ვი­ლე­გი­ებ­ზე, ასე­ვე, სა­ხელ­მწი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბით ცხოვ­რე­ბა­ზე უარი თქვა.

პრინ­ცის თქმით, სურს ყვე­ლამ გა­ი­გოს, რომ მისი და მე­გა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გაქ­ცე­ვას არ ნიშ­ნავს.



"მინ­და, სი­მარ­თლე მო­ის­მი­ნოთ ჩემ­გან, არა რო­გორც პრინ­ცი­სა და ჰერ­ცო­გის­გან, არა­მედ რო­გორც ჰა­რის­გან.

დიდი ბრი­ტა­ნე­თი ჩემი სახ­ლი
და ად­გი­ლია, რო­მე­ლიც მიყ­ვარს, ეს არას­დროს შე­იც­ვლე­ბა.

მე გა­ვი­ზარ­დე თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რით და ვხე­დავ­დი, თუ რო­გორ მი­ი­ღეთ მე­გა­ნი, როცა ნა­ხეთ, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ვიცი, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გად გა­მი­ცა­ნით იმ­დე­ნად, რომ მენ­დოთ და იცო­დეთ, რომ ქალს, რო­მე­ლიც ცო­ლად ავირ­ჩიე, ჩემი მსგავ­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს. ის ისევ ისე­თია, რო­გო­რიც შე­მიყ­ვარ­და. ორი­ვე ჩვენ­გა­ნი ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რაც შეგ­ვეძ­ლე­ბა და ქვეყ­ნის­თვის ჩვენს როლს სი­ა­მა­ყით შე­ვას­რუ­ლებთ. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
e87a93