დიდი ბრიტანეთის სამეფო სკანდალზე პრინცი ჰარი პირველად საუბრობს. განცხადება სასექსის ჰერცოგმა უინძორების სამეფო კარის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
ჰარიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც სამეფო ოჯახის წევრის სტატუსსა და პრივილეგიებზე, ასევე, სახელმწიფოს დაფინანსებით ცხოვრებაზე უარი თქვა.
პრინცის თქმით, სურს ყველამ გაიგოს, რომ მისი და მეგანის გადაწყვეტილება გაქცევას არ ნიშნავს.
"მინდა, სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისა და ჰერცოგისგან, არამედ როგორც ჰარისგან.
დიდი ბრიტანეთი ჩემი სახლი და ადგილია, რომელიც მიყვარს, ეს არასდროს შეიცვლება.
მე გავიზარდე თქვენი მხარდაჭერით და ვხედავდი, თუ როგორ მიიღეთ მეგანი, როცა ნახეთ, როგორი ბედნიერი და შეყვარებული ვიყავი. ვიცი, რომ წლების განმავლობაში კარგად გამიცანით იმდენად, რომ მენდოთ და იცოდეთ, რომ ქალს, რომელიც ცოლად ავირჩიე, ჩემი მსგავსი ღირებულებები აქვს. ის ისევ ისეთია, როგორიც შემიყვარდა. ორივე ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვეძლება და ქვეყნისთვის ჩვენს როლს სიამაყით შევასრულებთ. გაგრძელება