სიახლე

სად შეიძლება ვიპოვოთ მსოფლიოში აღიარებული ავტორების ნაწარმოებები, რომლებიც ქართულ ენაზე პირველად გამოიცა

სად შეიძლება ვიპოვოთ მსოფლიოში აღიარებული ავტორების ნაწარმოებები, რომლებიც ქართულ ენაზე პირველად გამოიცა
ყველა წიგნის მოყვარულს სურს, ხელი მსოფლიო ლიტერატურის მაჯისცემაზე ედოს და არასდროს გამორჩეს ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ავტორების შემოქმედება, თუმცა ხანდახან მათი აღმოჩენა რთულია.

მიზეზი დროის, ზოგჯერ კი თარგმანების დეფიციტია. გამომცემლობებმა მკითხველთა ამ „პრობლემის“ შესახებ, ცხადია, იციან და ცდილობენ, ლიტერატურულ წრეებში აღიარებული ნაწარმოებები ერთი სახელის ქვეშ დააჯგუფონ და ასე შემოგვთავაზონ.

მკითხველისთვის საინტერესო და მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული ლიტერატურის გაცნობის ამ გზას, რა თქმა უნდა, საქართველოშიც მიმართავენ.
გამომცემლობა „პალიტრა L”-მა „ლიტერე ინვენტეს“ სახელით შექმნა სერია, რომელშიც შედის საუკეთესო
თარგმანები ისეთი წიგნების, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს. სერიაში ჯერ მხოლოდ 12 წიგნია გამოსული, თუმცა ყველა მათგანი საუკეთესოა და აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიაში უნდა შეიტანოთ. პროექტი პასუხობს მკითხველის მოთხოვნას, მუდმივად ეცნობოდეს თანამედროვე ლიტერატურის საინტერესო ნიმუშებს.

შეიძლება ითქვას, ეს ლიტერატურული აღმოჩენების ადგილია, რადგან „ლიტერე ინვენტეს“ წიგნებში ავტორები პირველად ამეტყველდებიან ქართულ ენაზე, საუკეთესო მთარგმნელების დამსახურებით.

უცხოურ ლიტერატურაზე საუბრისას, ცოტა რამ თარგმანებზეც უნდა ვთქვათ. ხანდახან მკითხველი, რომელსაც ნაწარმოების წაკითხვა უცხოურ ენაზეც შეუძლია, თარგმანით უკმაყოფილოა ხოლმე. ამიტომ უნდა აღინიშნოს, რომ მთარგმნელები, რომლებიც ამ სერიაზე მუშაობდნენ, ქართველი მკითხველის მიერ უკვე აღიარებულები არიან. მათ მიერ ნათარგმნი ნაწარმოებები კი, როგორც გასული საუკუნის, ისე თანამედროვე ლიტერატურის საგანძურს წარმოადგენს.
„ლიტერე ინვენტეს“ სერიაში ერთიანდებიან ისეთი ცნობილი ავტორები, როგორებიც არიან: ელიფ შაფაქი, ჯორჯ ორუელი, კაზუო იშიგურო და ერიხ მარია რემარკი, ქართველი მკითხველისთვის ნაკლებად ცნობილ, თუმცა მსოფლიოში აღიარებულ მწერლებთან ერთად, რომლებიც სამწერლობო ასპარეზზე შედარებით გვიან გამოვიდნენ.
გთავაზობთ იმ ჩამონათვალს, რომლის წაკითხვითაც ნამდვილად დიდი სიამოვნება - დიდი ლიტერატურული თავგადასავალი გელით:


„ლიტერე ინვენტეს“ 12 წიგნის სია ასეთია:


  1. ელიფ შაფაქი - „ევას სამი ქალიშვილი“
  2. ჯუმფა ლაჰირი - „უცხო მიწა“
  3. ერიხ მარია რემარკი - „აჩრდილები სამოთხეში“
  4. კაზუო იშიგურო - „დღის მიწურულს“
  5. სარო ბრაიერლი - „გრძელი გზა შინისკენ“
  6. ჯორჯ ორუელი - „ბირმული დღეები“
  7. მარიო ბენედეტი - „სულის მოთქმა“
  8. კაზუო იშიგურო -„როცა ობლები ვიყავით“
  9. ტონი მორისონი - „ქებათა ქება სოლომონისა“
  10. ჯუნოუ დიაზი - „ოსკარ უაოს ხანმოკლე და საოცარი ცხოვრება“
  11. კოლსონ უაითჰედი - „მიწისქვეშა რკინიგზა“
  12. ელიფ შაფაქი - „ხუროთმოძღვრის შეგირდი“

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
e87a93