Brooklyn, New York-ის ‘’Ground Floor Gallery’“-ში ქართველი ახალგაზრდა შემოქმედის, მარიამ მაღლაკელიძის პერსონალური გამოფენა ‘’The Tree of Life’’ გაიმართა. გამოფენა კონცეპტუალურად ასახავდა სამყაროსა და ცხოვრების კომპლექსურობას, კავშირებს ადამიანებსა და ბუნებას შორის.
მარიამის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მასალასა და ტექნიკაში. ზეთი, აკრილი, მელანი, პასტელი, ალკოჰოლურ მელანში შესრულებული ნამუშევრები მნახველს საშუალებას აძლევდა, ემოგზაურა მარიამის სულიერ სამყაროში.
‘’მნიშვნელოვანია პროცესი, როცა მხატვარი ემოციებს ფურცელზე ან ტილოზე გადმოცემს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პროცესი, სადაც დამთვალიერებელი სულიერ თუ ემოციურ კავშირს ამყარებს ნამუშევრებთან. ნახატმა გარკვეული ზეგავლენა უნდა მოახდინოს ადამიანებზე, აღძრას ემოცია. მიხარია, რომ ეს კავშირები შედგა ჩემს გამოფენაზე’’. -მარიამ მაღლაკელიძე.
ახლო მომავალში მარიამ მაღლაკელიძის კიდევ რამდენიმე პერსონალური გამოფენა იგეგმება New York-ში.