სიახლე

ჩინური მედია: კორონავირუსის ყველა სიმპტომი დასახელდა

ჩინური მედია: კორონავირუსის ყველა სიმპტომი დასახელდა
როგორც ჩანს, ჩინური მომაკვდინებელი ვირუსის სიმპტომი არა მარტო სიცხე და ხველება აღმოჩნდა, არამედ დაემატა დიარეა, პირღებინება, თავის ტკივილი, დაღლილობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის და ნერვული სისტემის პრობლემები. ამის თაობაზე ჩინურმა მედიამ დილიდან უკვე გააკეთა განცხადება. როგორც დადგინდა, ეს სიმპტომები აღენიშნება ყველა პაციენტს, რომლებიც ქალაქ უჰანის ჰოსპიტლებში არიან განთავსებულნი.
southkorea
მსოფლიოს მასშტაბით, არაერთმა სახელმწიფომ უკვე გარკვეული რეკომენდაციები გასცა მოგზაურობისგან თავის შეკავების თაობაზე, თუმცა პროფილაქტიკის მიზნით, ვისაც საზღვარგარეთ უწევს მოგზაურობა, სპეციალისტების თქმით, აუცილებელია სასუნთქი გზების დაფარვა სპეციალური ნიღბების მეშვეობით,
მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული დალუქული წყლის დალევა, თერმულად დამუშავებული საკვების მიღება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრის შემდეგ ხელების დაბანა.
View image on Twitter
ბოლო მონაცემებით, ვირუსის მსხვერპლი ამჟამად 54 ადამიანია, ხოლო დაინფიცირებულების რიცხვმა 1, 5 ათასს მიაღწია. ვირუსი გავრცელდა უკვე სხვა ქვეყნებშიც. ინფიცირებულები დაფიქსირდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტაილანდში, ვიეტნამში, სინგაპურში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში, ნეპალსა და საფრანგეთში, ხოლო გუშინ საღამოს ავსტრალიამაც განაცხადა ინფიცირებულის პირველი შემთხვევის თაობაზე.
heathrow
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
e87a93