საზარელი ტრაგედია დატრიალდა ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე, სადაც ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად.
არსებული ინფორმაციით, ოჯახი სახლში თვითნებურად იყო შესახლებული და ისინი სოციალურად დაუცველები იყვნენ.
მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია გორგოძეების ოჯახის ხუთი წევრი - ახალგაზრდა ორსული ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილი; მათთან ერთად დაღუპულია კიდევ ერთი ქალი, რომელიც ოჯახის ახლობელი იყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, მიტოვებულ სახლში 7-სულიანი, სოციალურად
დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული. უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. თითქმის სრულადაა დამწვარი ორსართულიანი სახლი, რომელიც ხის იყო და ძალიან სწრაფად მოეკიდა ცეცხლი.
შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების მამა და ბებია. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზიიდან დაბრუნებული ბებია ხანძარს შეესწრო, თუმცა ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, ვერცერთის გამოყვანა ვერ შეძლო ხანძრიდან. მეზობლების თქმით, ბავშვების მამამ ცოლ-შვილი სახლში დაძინებული დატოვა, დაბრუნებულს კი ეს შემზარავი ტრაგედია დახვდა.
გორგოძეების უკიდურესი გაჭირვების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე თვის წინ ავრცელებდა "ჩერნოვეცკის ფონდი" და მათი დახმარებისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას. მრავალშვილიანი დედის, ნარგიზა გორგოძე-გველესიანის ინფორმაციით, მას და მის მეუღლეს არ გააჩნდათ არანაირი პროფესია, ამიტომ სამსახურსაც ვერ შოულობდნენ. გაგრძელება