სიახლე

შენამდე და შენთან ერთად, ანუ ნამდვილი სიყვარულის ამბები “მარილისში”

შენამდე და შენთან ერთად, ანუ  ნამდვილი სიყვარულის ამბები “მარილისში”
რაღა თქმა უნდა, 14 თე­ბერ­ვალს ყვე­ლა სა­ჩუ­ქარს ეძებს, თან - გან­სა­კუთ­რე­ბულს. სუ­ლაც არ მიკ­ვირს, რად­გან ამ დღეს გა­მორ­ჩე­უ­ლად გინ­და მო­ე­სიყ­ვა­რუ­ლო, მო­ე­ფე­რო, აგ­რძნო­ბი­ნო იმ ერ­თა­დერ­თს მთელ სამ­ყა­რო­ში, რომ მთე­ლი გუ­ლით გიყ­ვარს. მოკ­ლედ, ვა­ლენ­ტი­ნო­ბა ჩვე­ნე­ბუ­რია თუ არაჩ­ვე­ნე­ბუ­რი, ყვე­ლას­თვის სიყ­ვა­რუ­ლის დღედ მო­ი­ნათ­ლა. უამ­რა­ვი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია მოგ­ვის­მე­ნია და გვი­ნა­ხავს. ბევ­რი წყვი­ლი მო­სუ­ლა და წა­სუ­ლა, მაგ­რამ არის ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით გვახ­სენ­დე­ბა “მა­რი­ლის­ში”. ახლა სწო­რედ რამ­დე­ნი­მე ასეთ ამ­ბავს გი­ამ­ბობთ.

უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვა ბედ­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლით



ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი "მა­რი­ლი­სის" კო­ლექ­ცი­ა­ში 2014 წელს
გაჩ­ნდა. ჩვენ­მა კრე­ა­ტი­ულ­მა გუნ­დმა ბევ­რი იფიქ­რა თუ ცოტა, შექ­მნა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის ოქ­რო­თი დამ­ზა­დე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ასო­ე­ბი და იმ დღი­დან, რაც ისი­ნი გა­ყიდ­ვა­შია, არა­ერ­თი სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბის მომსწრენი გავ­ხდით "მა­რი­ლის­ში".

გან­სა­კუთ­რე­ბით გვახ­სენ­დე­ბა ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბით გვიხ­სნი­და, რო­გო­რი მა­გა­რი გოგო იყო მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. თან და­ბა­დე­ბის დღის­თვის ურ­ჩევ­და სა­ჩუ­ქარს და ყუ­რა­დღე­ბით ათ­ვა­ლი­ე­რებ­და ვიტ­რი­ნას, სა­დაც სა­მა­ჯუ­რე­ბი ბრწყი­ნავ­და. შე­არ­ჩია სა­მა­ჯუ­რის სა­კი­დე­ბი და გვთხო­ვა, ლა­მა­ზად შეგ­ვე­ფუ­თა. დაგ­ვემ­შვი­დო­ბა და ბედ­ნი­ე­რი გა­ვი­და. მე­ო­რე დღეს კი ეს სა­მა­ჯუ­რი უკან მოგ­ვი­ტა­ნა გო­გო­ნამ. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ხა­სი­ა­თი წაგ­ვიხ­და. რა აღარ ვი­ფიქ­რეთ, სა­ნამ გო­გომ ციმ­ციმ მო­იხ­სნა სა­მა­ჯუ­რი და მო­რი­დე­ბით იკი­თხა: "შე­იძ­ლე­ბა ამ სა­მა­ჯურს ასო “გ” -ც და­ა­მა­ტოთ?" გუ­შინ შეყ­ვა­რე­ბულ­მა მი­ყი­და ეს თქვენ­თან, ისე მო­მე­წო­ნა ხე­ლი­დან აღარ მო­ვიხ­სნი და მისი ინი­ცი­ა­ლიც მინ­და სა­მა­ჯურ­ზე მქონ­დე­სო. მოკ­ლედ, ინი­ცი­ა­ლიც და­ვა­მა­ტეთ, სა­ჩუ­ქა­რიც მი­ვარ­თვით და შამ­პა­ნუ­რიც გა­ვა­ტა­ნეთ.

დიპ­ლო­მა­ტი ქალი იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ლით


სიყ­ვა­რულს ბევ­რი სახე აქვს. ამი­ტომ არც ის დიპ­ლო­მა­ტი გვა­ვი­წყდე­ბა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­მახ­სოვ­როდ სწო­რედ ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის ასო წა­ი­ღო. ულა­მა­ზე­სი ქვე­ყა­ნა გაქვთ, სას­წა­უ­ლი ხალ­ხი ხართ და თქვე­ნი ან­ბა­ნი მინ­და მქონ­დეს სა­მახ­სოვ­რო­დო. ქალ­ბა­ტონს პა­უ­ლა ერ­ქვა, ჩვენ კი “პ” არ გვქონ­და დამ­ზა­დე­ბუ­ლი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თუ­ლი ქა­ლის სა­ხე­ლი “პ”-ზე არც ისე ბევ­რია. მაგ­რამ ამ ქალს რო­გორ ვა­წყე­ნი­ნებ­დით?! სას­წრა­ფოდ და­ვუმ­ზა­დეთ და ბედ­ნი­ე­რი გა­ვუშ­ვით.

ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დე­ბი­დან 10-წლი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ე­ბამ­დე




წინ ვა­ლენ­ტი­ნო­ბაა და გულ­წრფე­ლად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ "მა­რი­ლის­მა" ბევრ ადა­მი­ანს აჩუ­ქა ბედ­ნი­ე­რე­ბა. მარ­ტო ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დე­ბის და სა­ქორ­წი­ნო რგო­ლე­ბის შექ­მნის ამ­ბე­ბი რად ღირს. ჩვენ ტრა­დი­ცია გვაქვს, წყვი­ლი თვი­თონ არა­ მარ­ტო დი­ზა­ინს ქმნის "მა­რი­ლის­ში", არა­მედ თა­ვი­სი ხე­ლით ამ­ზა­დებს ოქ­როს სხმულს, რი­თიც მზად­დე­ბა­ მა­თი ბეჭ­დე­ბი. ეს მათი პირ­ვე­ლი სა­ერ­თო საქ­მე და გა­მარ­ჯვე­ბაა. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლია, როცა 10 წლის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბი­ან და ცოლ-ქმა­რი ხელ­მე­ო­რედ იკე­თებს სა­მახ­სოვ­რო ბეჭ­დებს. სა­ო­ცა­რი თავ­და­ჯე­რე­ბა და სიმ­შვი­დე იგ­რძნო­ბა ასე­თი წყვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბა და დიდი პა­ტი­ვია მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ისი­ნი 10 წლის მე­რეც ჩვენ გვენ­დო­ბი­ან და მათ სამ­კა­ულ­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი ამ­ბა­ვი - მათი ერ­თად გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა მოვ­ყვეთ.

მე­ო­თხე ბო­ნუს-ამ­ბა­ვი




სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში შუ­ახ­ნის წყვი­ლი გვეწ­ვია, ვერ­ცხლის იუ­ბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ქალ­ბა­ტონს მე­უღ­ლემ ვერ­ცხლის ულა­მა­ზე­სი ბე­ჭე­დი შე­ურ­ჩია "მა­რი­ლი­სის" კო­ლექ­ცი­ი­დან და აჩუ­ქა. ეს ქალ­ბა­ტო­ნი "მა­რი­ლი­სის" ხშირი სტუ­მა­რია და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც თა­ვი­სე­ბუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აა.

ქალ­ბა­ტო­ნო ნა­თე­ლა, “მა­რი­ლი­სის” მთე­ლი გუნ­დი გი­ლო­ცავთ იუ­ბი­ლეს და ულევ სიყ­ვა­რულს გი­სურ­ვებთ!

ყვე­ლა სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, რაც ჩვენ თვალ­წინ ხდე­ბა, "მა­რი­ლი­სის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დის­თვის უზარ­მა­ზა­რი მო­ტი­ვა­ცი­აა. განა რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ამა­ზე ძვირ­ფა­სი, როცა ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე და თა­ნა­ზი­ა­რი ხდე­ბი.



"მა­რი­ლი­სის" ყვე­ლა კო­ლექ­ცია დიდი შრო­მის შე­დე­გად იქ­მნე­ბა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მსოფ­ლი­ო­ში გა­მოკ­ვე­თილ მო­დის მი­მარ­თუ­ლე­ბებს, მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლებს და გა­რე­მოს. ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რომ ყვე­ლამ უნდა შეძ­ლოს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ჩუქ­რის გა­კე­თე­ბა. ფასი-ხა­რის­ხის შე­სა­ბა­მი­სო­ბა "მა­რი­ლი­სის" ოქ­როს სტან­დარ­ტია. მხო­ლოდ ამ გზით შე­იძ­ლე­ბა და­იმ­სა­ხუ­რო ნდო­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი.

გი­სურ­ვებთ დიდ სიყ­ვა­რულს, ბედ­ნი­ე­რე­ბას და უამ­რავ სი­ხა­რულს!


ავ­ტო­რი: ნა­თია გო­ცი­რი­ძე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93