11 თებერვალს მოლოდინი დასრულდა და "სამსუნგ გალაქსის" ახალი S20 სერიის ფლაგმანი მოდელები ოფიციალურად წარდგა მომხმარებლების წინაშე.
წარმოდგენილი მოდელებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას Galaxy S20 Ultra იმსახურებს. ის უზარმაზარი 6.9-ინჩიანი უსაზღვრო ‘O’ ტიპის, 120Hz სიხშირის, დინამიკური AMOLED ეკრანით არის წარმოდგენილი და უმცროსი მოდელებისგან განსხვავებით, მასში გიგანტური ზომის 5,000 mAh აკუმულატორი გვხვდება. სმარტფონში გამოყენებულია რევოლუციური, 108 MP მთავარი, 12 MP ულტრა-განიერი, TOF 3D კამერა უკეთესი სიღრმის ეფექტისთვის და რაც მთავარია, 48 MP პერიოსკოპიული ტიპის ტელე-ფოტო კამერა. კამერების ასეთი წყობა ფოტოგადაღების არნახულ დეტალიზაციას, ფერების სიმკვეთრეს, იდეალურ დინამიკურ დიაპაზონსა და კოსმიურ ზუმს გვპირდება.
Galaxy S20 Ultra-ს შესაძლებლობა აქვს, გადაიღოს ვიდეოები 8K ფორმატში, რაც სმარტფონისთვის აქამდე წარმოუდგენელი იყო. S20 Ultra ერთადერთი სმარტფონია Space Zoom ფუნქციით, რომელიც გადასაღები ობიექტის 100-ჯერ მოახლოების საშუალებას იძლევა. ხოლო ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობილი Single Take ფუნქცია საშუალებას იძლევა, სმარტფონმა ერთი კადრის გადაღებისას გამოიყენოს ყველა კამერა და მომხმარებელს აჩვენოს განსხვავებული ტიპის და პერსპექტივის ფოტოები და ასევე, შექმნას ეფექტური კოლაჟი.
რაც შეეხება უმცროს მოდელებს, Galaxy S20 და Galaxy S20+ წარმოდგენილია 6.2 და 6.7-ინჩიანი უსაზღვრო ‘O’ ტიპის დინამიკური AMOLED ეკრანებით, რომლებშიც ასევე გამოყენებულია ეკრანის განახლების 120 Hz ტექნოლოგია. სმარტფონები აღჭურვილია 8 GB-იანი ოპერატიული მეხსიერებით, ხოლო აკუმულატორის მოცულობა, შესაბამისად, 4,000 და 4,500 mAh შეადგენს. ორივე სმარტფონში გვხვდება ახალი, Exynos 990-ის 7nm-იანი პროცესორები, რაც Samsung-ის პროგრამულ ოპტიმიზაციასთან ერთად მათ მსოფლიოში უსწრაფეს მოწყობილობებად აქცევს. Galaxy S20-ში წარმოდგენილია 3 მთავარი კამერა: 12 MP განიერი, 12 MP ულტრაგანიერი და 64 MP ტელე-ფოტო კამერა. რაც შეეხება Galaxy S20+ -ს, მას დამატებული აქვს მე-4 TOF 3D კამერა, უკეთესი სიღრმის ეფექტისთვის (ფრონტალური კამერა 10MP). კამერების ასეთი შეთავსება მომხმარებელს იდეალური ფოტოების და ვიდეოების გადაღების საშუალებას აძლევს ნებისმიერ გარემოებაში.
სმარტფონების წინასწარი შეკვეთები საქართველოში 12 თებერვლიდან დაიწყო და 9 მარტამდე გაგრძელდება. ყველა, ვინც ამ პერიოდში განახორციელებს შეკვეთას, საჩუქრად მიიღებს Samsung Galaxy Buds+ ყურსასმენებს. წინასწარი შეკვეთის პერიოდშივე იმოქმედებს Trade-In აქცია, ანუ მომხმარებელს საშუალება ექნება, შეაფასებინოს ძველი სმარტფონი და მიიღოს Galaxy S20 სერიის მოდელები განსაკუთრებულ ფასად. 13 მარტიდან კი Galaxy S20-ის სმარტფონები ოფიციალურად ჩაეშვება გაყიდვაში.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!
R