რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. ამის შესახებ "რეიტინგთან" ინტერვიუში მისმა მეუღლემ, მომღერალმა ზურა ხაჩიძემ ისაუბრა.
"ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და მადლობა ღმერთს, გაუმჯობესდა მდგომარეობა. მესამე ქიმიოთერაპიის შემდეგ გავიგებთ, რა მდგომარეობაა მისი დაავადების მხრივ. იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ!" - აღნიშნა ხაჩიძემ ინტერვიუში.
ხათუნა თვეებია ისრაელში მკურნალობს. დიაგნოზი საკმაოდ მძიმეა - მარჯვენა ფილტვის სიმსივნე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ოჯახმა სრულიად შემთხვევით გაიგო, როდესაც ძლიერი ხველის შემდეგ ექიმს მიმართეს.
ჟორდანიასთან ერთად ისრაელში ხშირად არიან მისი უფროსი ქალიშვილი ნინი ქარსელაძე, მეუღლე და მეგობრები. ამჯერად, ხათუნა საქართველოშია განსაკუთრებული მიზეზით - 9 თებერვალს მომღერალმა დაბადების დღე აღნიშნა.
წვეულებაზე ხათუნა ჟორდანიას საყვარელი ადამიანები, მეგობრები და ცნობილი ხელოვანები შეიკრიბნენ. იხილეთ ფოტოები