დილის მზადების პროცესი არა მარტო ავლენს შენს პუნქტუალობას, არამედ მთელ დღეზე გმუხტავს. თუკი სტრესითა და ქაოსით დაიწყო, შესაძლოა, მთელი დღე ასე გაგრძელდეს და შედეგად აისახება როგორც თვითშეგრძნებაზე, აგრეთვე შრომისუნარიანობაზე.
მოამზადე ტანსაცმელი საღამოს
- ამ რჩევაში არაფერია სიახლე, თუმცა ადამიანების უმეტესობა ამას არ ითვალისწინებს. ვითომ რატომ წარმოადგენს სირთულეს დილით გამზადება? თუმცა სინამდვილეში ამ მეთოდით თავიდან ვიშორებთ არასაჭირო საზრუნავს, შეხვედრაზე დაგვიანებისას შესაფერის ფეხსაცმელს რომ არჩევთ ან სუფთა პერანგის დაუთოება რომ გიწევთ. თუკი არ გინდათ ყოველ ღამე სტილისტის თამაში, არსებობს ბევრი აპლიკაცია გარდერობის დასაგეგმად. ტელეფონი გიკარნახებთ, რასთან რა ჩაიცვათ და რომელი ნივთები გაკლიათ კარადაში.
ნამდვილი მაღვიძარა
- ტელეფონი მაღვიძარას ნაცვლად - კომფორტულია, თუმცა მისგან უფრო მეტი ზიანია, ვიდრე სარგებელი. ეკრანის ყურება და სოციალური ქსელის სქროლვა ნორმალური დასვენებისთვის საშიშია. ამიტომ უმჯობესია იქონიოთ მაღვიძარა, ხოლო ტელეფონი გადადეთ მოშორებით.
წამლები და წყალი
- თუკი დილაობით მედიკამენტებს იღებთ, მოამზადეთ საღამოს ჭიქა წყალთან ერთად. ასე ორ პრობლემას მოაგვარებთ: არ დაგავიწყდებათ მათი დალევა და ამავდროულად, წყალსაც მიაწვდით ორგანიზმს.
ლინზები
- უფრო კომფორტული მათი მორგება არა საძინებელსა და სამზარეულოში, არამედ სააბაზანოშია. თან არ დაგჭირდებათ სუფთა ხელებით აქეთ-იქით სირბილი, სარკის ძებნა და ამავდროულად, მაკიაჟსაც იქვე გაიკეთებთ.
კოსმეტიკა
- დიდი კოსმეტიკის ჩანთა ყველაფრით ძალიან კარგია, თუმცა არაკომფორტული. უმჯობესია აწარმოოთ ორგანაიზერი და ჩააწყოთ ისეთი ნივთები, რომლებიც ყოველ დილით გჭირდებათ.
გასაღები
- რამდენ დროს კარგავს ადამიანი ყოველ დილით გასაღების ძებნაში?! უმჯობესია, თუკი შესასვლელთან ტუმბოზე მოათავსებთ და მთელი ასხმა გექნებათ სახლის, სამსახურის, აგარაკის და მანქანის ერთად.
წყარო