მომღერალი ქეთა თოფურია თითქმის ერთი წელია, რეპერ გუფის დაშორდა, თუმცა მარტოობა დიდხანს ვერ შეძლო და 35 წლის დიპლომატის, ლევ დენგოვის შეყვარებულია.
ქეთამ და დენგოვმა ერთმანეთი ერთ-ერთ კორპორატიულ წვეულებაზე გაიცნეს, სადაც თოფურია და ჯგუფი "ა-სტუდიო" მღეროდნენ.
მათი ურთიერთობა შემდეგ ტელეფონით გაგრძელდა, შემდეგ კი ეს ყველაფერი გრძნობებში გადაიზარდა და ისინი ერთად არიან.
ქეთა საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს და აშკარაა, რომ წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს.
აღსანიშნავია ასევე ერთი ფაქტი: როდესაც თოფურია რეპერ გუფის დაშორდა, მის გარემოცვაში ხშირად შენიშნავდით ქეთას ყოფილ ქმარს, ლევ გეიხმანს, თუმცა ლევ დენგოვისა და ქეთა თოფურიას რომანის ამბის გავრცელების შემდეგ ისინი ერთად არავის უნახავს. აშკარაა, რომ გეიხმანს ყოფილ ცოლთან შერიგება სურდა, მაგრამ ქეთა მას არ შეურიგდა. გაგრძელება