მომღერალმა მაკა ზამბახიძემ და მისმა რჩეულმა მიხეილ ჩოხელმა ქორწინება უახლოეს მეგობრებთან ერთად თბილისში აღნიშნეს. ჯერჯერობით 2020 წლის ყველაზე მხიარული და თავისუფალი ქორწილი სწორედ მათ ჰქონდათ. წყვილმა რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ ჯვარი ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დაიწერა.
საღამოს მხიარულება აზარტში შევიდა და პატარძალმა მეგობრებთან ერთად ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერები შეასრულა.
მაკას თეთრი, სადა, გრძელი კაბა ეცვა, რომელიც კიდევ უფრო დახვეწილს აჩენდა.
ქორწილში იმყოფებოდნენ ლელა წურწუმია, მამულიჩა, რატი დურგლიშვილი და სხვები...
გაჟღერდა საახალწლო სიმღერაც, რამაც ბევრი სიცილი და დადებითი განწყობა გამოიწვია, რადგან ესეც არაორდინარული იყო.
გთავაზობთ სახალისო ფოტოებს ქორწილიდან: