სიახლე

"ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში" - ქართველი ექიმი იტალიის კლინიკიდან, სადაც კორონავირუსით დაავადებულები მკურნალობენ

"ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში" - ქართველი ექიმი იტალიის კლინიკიდან, სადაც კორონავირუსით დაავადებულები მკურნალობენ
ქართველი ექიმი დავით მათიაშვილი, რომელიც იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, ქალაქ ბერგამოს კლინიკაში მუშაობს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ პანიკას საინტერესო სტატუსს უძღვნის.
"რადგან ამ პანიკის ეპიცენტრში ვარ, ერთ სტატუსს მივუძღვნი.
ჩემს საავადმყოფოში 20 COVID-19-იანი პაციენტია. ყველა იზოლირებული, 3 ინტუბირებულია რეანიმაციაში. 1 გარდაიცვალა (გარდაცვლილი მოიყვანეს). ყველა მძიმე პაციენტი, მათ შორის, გარდაცვლილიც, არის 80 წელს ზევით, სხვა ასოცირებული კონდიციებით.

მოკლედ, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში და სოცქსელებში ვრცელდება. არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და
სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს.

იტალიას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჯანდაცვის სისტემა აქვს და მაქსიმალურ ძალისხმევას დებს, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩეროს. ეს არის მიზეზი, რატომაც არ მუშაობს სკოლები, უნივერსიტეტები, ამიტომ არ ტარდება საფეხბურთო მატჩები და ზოგადად, საზოგადოების თავშეყრის ადგილები დახურულია. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ყველა ავადაა და ვიხოცებით. იმიტომ ხდება, რომ ამ ვირუსებმა არ მიაღწიონ ისეთ ადამიანებამდე, რომლებსაც იმუნტეტი ისედაც კომპრომიტირებული აქვთ. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93