დასავლეთში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - როგორია მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი - Marao

დასავლეთში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - როგორია მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-03-02 13:02:32+04:00


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა 2 მარტს დღის საათებში +12, +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 3-6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში სინოპტიკოსები თბილ და უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღეს, 2 მარტს +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-6 მარტს +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.

წყარო