განეწყვე გაზაფხულისთვის და შეისწავლე ინტერიერის დეკორში მთავარი ხრიკები, რომლებიც მოწყენილობას გაფანტავს და განწყობას აგიმაღლებს.
სარკე, რომელიც ირეკლავს შუქს
- რაც უფრო მეტი სინათლეა სახლში, უფრო ენერგიულად იგრძნობთ თავს, - გვარწმუნებენ ფსიქოლოგები და დიზაინის ექსპერტები. იმისათვის, რომ ბუნებრივი სინათლე სახლში გავზარდოთ, გამოიყენეთ სარკე, ასევე აქსესუარები, ამრეკლავი ზედაპირით. ექსპერტის რჩევა: სარკე მოათავსეთ ფანჯრის მოპირდაპირედ - ასე მეტ სინათლეს აირეკლავს. სარკე ინტერიერში საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა, ის სივრცეს ვიზუალურად ზრდის.
პასტელური ფერები
- მიუხედავად იმისა, რომ ღრმა მუქი ფერები ინტერიერს უფრო მყუდროს ხდის, ნათელი პასტელური ფერი ინტერიერს სინათლით ავსებს. განსაკუთრებით კარგია ინტერიერში ცისფერი - ის ამშვიდებს და ადუნებს ადამიანს. თუკი მზად ხართ კედლების შესაღებად, ექსპერიმენტი ჩაატარეთ აქსესუარებით ან ტექსტილში პასტელური ფერების გამოყენებით. მთავარია, მოუსმინოთ საკუთარ თავს: შესაძლოა საერთოდ არ მოგეწონოთ პასტელური ფერები. ასეთ შემთხვევაში სხვა ფერებზე შეაჩერეთ არჩევანი.
სასიამოვნო ტექსტილი
- ფუმფულა, რბილი ნებისმიერი რამ სასიამოვნოა შესახებად, ეს კი მეტი კომფორტის შეგრძნებას ბადებს ადამიანში. შეცვალეთ ბამბის საწოლის გადასაფარებლები აბრეშუმით, იყიდეთ ფუმფულა პლედი, იმისათვის, რომ გაეხვიოთ მასში საყვარელი სერიალის ყურებისას. გაითვალისწინეთ, მთავარია შეგრძნებები - აარჩიეთ ის ნაჭრები, რომლებიც სწორედ თქვენ გესიამოვნებათ.
არომატული სანთლები და დიფუზორი
- სახლში არომატული სანთლები და დიფუზორი განათავსეთ - ისინი სივრცეს სასიამოვნო სურნელით ავსებენ და მეტ სიმყუდროვეს ანიჭებენ. შეარჩიეთ ისეთი სურნელი, რომელიც დადებით ემოციებს იწვევს თქვენში. გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა იყოს აქტიური და მკვეთრი სურნელი. კარგი არჩევანია ვანილის, კოჭას, დელიკატური ყვავილის სურნელი.
ნატურალური მასალა
- დეკორი ნატურალური მასალებით უნდა იყოს სავსე. ხე, ქვა, მარმარილო, ბამბა, შალი - ეს ნივთები მოგცემთ საშუალებას, უფრო ახლოს იყოთ ბუნებასთან, რაც მეტ ბედნიერებას მოგანიჭებთ. ყვავილები და მცენარეები სახლში იმავე როლს ასრულებენ. ასე რომ, თამამად შემატეთ თქვენს ინტერიერს.
წყარო