ემინემის ჩელენჯში ქართველმა გოგომ გაიმარჯვა (ვიდეო) - Marao

ემინემის ჩელენჯში ქართველმა გოგომ გაიმარჯვა (ვიდეო)

2020-03-03 10:59:57+04:00


რამდენიმე დღის წინ ცნობილმა რეპერმა ემინემმა თავისი ფანები გამოიწვია, შეძლებდნენ თუ არა ისინი ისე სწრაფად რეპის წაკითხვას, როგორც ეს მის ერთ-ერთ ცნობილ კომპოზიცია Godzilla-შია.

ემინემმა ფანები სოციალურ ქსელ „ინსტაგრამსა“ და ტვიტერზე“ გამოიწვია და განაცხადა, რომ ვინც მას სისწრაფეში აჯობებდა და ყველაზე მეტ ნახვას დააგროვებდა, დააჯილდოებდა კიდეც.

ამ challenge-ში მთელი მსოფლიო ჩაერთო, მაგრამ 16 წლის გოგონამ, ნინი ჩილაჩავამ ზუგდიდიდან, „ინსტაგრამზე“ ყველაზე მეტი, 100 ათასი ნახვა დააგროვა.

ეკატერინე გადახაბაძე

წყარო: southpawer.com/