სიახლე

აქვს თუ არა ექსპლუატაციის ვადა ავეჯს და რამდენ ხანში ერთხელ არის მისი შეცვლა რეკომენდებული?


ავეჯის პერიოდული განახლება ევროპელებისთვის ჩვეულებრივ სოციალურ ქცევად ჩამოყალიბდა. თუ საქართველოში ამას ახალი ბინის შეძენისას ან სახლის რემონტისას აკეთებენ, ევროპელები ასეთი მკვეთრი ცვლილებების გარეშეც აახლებენ ინტერიერს.

არსებობს ძველი ავეჯი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღეს ანტიკვარიატს წარმოადგენს. ასეთი ბევრ ჩვენგანს სახლშიც გვაქვს, იქნება ეს დიდი ბებიის მიერ დატოვებული ყავის მაგიდა თუ სავარძელი, რომელსაც საპატიო ადგილი უჭირავს, მაგრამ რამდენად კომფორტულია ძველი ავეჯის მოხმარება?

დივანი


დიზაინერთა და ავეჯის მწარმოებელთა დიდი ნაწილი შეთანხმდა, რომ დივნის ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ, 7 წელს
შეადგენს, შემდეგ კი „ჯდება“ და არაკომფორტული ხდება. ყველაზე კარგი ხარისხის დივანი ოჯახში გატარებული 15 წლის შემდეგ მაინც შესაცვლელი ხდება, ამდენი ხნის განმავლობაში კი ერთ ინტერიერში ცხოვრება ცოტა მოსაბეზრებელიც კია.

მისაღები ოთახის მაგიდა


ინტერიერის დიზაინის ტენდენციები თითქმის ყოველწლიურად იცვლება და ეს მაგიდებსაც ეხება. ამასთან, სახლში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაზიანებადი ნივთი სწორედ ის არის: ხშირი მოხმარებისგან ჩნდება ნაკაწრები, იქერცლება და ძველ ვიზუალს კარგავს. თუ 10-15 წლის წინ ავეჯის შეცვლა ჩვენს ქვეყანაში ხარჯების გამო მარტივი საკითხი არ იყო, დღეს ასე აღარ არის.
ბაზარზე გაზრდილმა კონკურენციამ ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი გახადა, განსაკუთრებით, აქციების ფარგლებში. თუნდაც „ემბავუდის“ ავეჯი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია, ხშირად შეგვიძლია აქციის ფარგლებშიც შევიძინოთ. ახალი აქცია, რომელსაც კომპანია 1-ლი მარტიდან აპრილის ბოლომდე გვთავაზობს, შენაძენის შემთხვევაში, ფულადი ვაუჩერით დასაჩუქრებაა. ვაუჩერის გამოყენება კი სურვილისამებრ შეგვიძლია. ანუ თუ დივნის შეცვლა უკვე გადავწყვიტეთ, ვაუჩერის მეშვეობით შეგვიძლია სასადილო ოთახს ახალი მაგიდაც შევძინოთ.

სარკიანი კამოდი

ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც ყოველ დილას ვიწყებთ და საშუალოდ, მისი ექსპლუატაციის ვადა 10 წელია. მოხმარების სიხშირის გამო კი შეიძლება სარკიანი კამოდი 5 წელიწადშიც გახდეს შესაცვლელი, რადგან თავის მოვლის საშუალებებისგან ლაქავდება, იკაწრება, იხაზება და ძველ იერსახეს კარგავს. დილით, როცა გეჩქარება, რთულია, ეს პროცესი გააკონტროლო.

საწოლი

სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ საუკეთესო შემთხვევაში კარგი ხარისხის საწოლი საშუალოდ, 15-20 წელი გამოიყენება. 15 წლის საწოლი კი სიმყარეს კარგავს და შეიძლება არაკომფორტულიც გახდეს.
ამასთან, როგორც მისაღები ოთახის, ისე საძინებლის ინტერიერის განახლება ცხოვრებას ახალ ხალისს სძენს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
Lika
ემბავუდის დივანი, 7 წელი კი არა, 8 თვე ძლებს სულ რაღაც :) იმედია, არ დაბლოკავთ ამ კომენტარს!
22:15 / 09-03-2020
გამოხმაურება / 0 /
ფუქს
ეხ ამხელა უმუშევრობა საქართველოში და რა დროს ავეჯის შეცვლაა.
13:14 / 08-03-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93