ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მამაკაცები გარკვეული სახის ნაკვთების მქონე ქალბატონებს არაცნობიერის დონეზე ამჩნევენ, თუმცა დროთა განმავლობაში მათი პრიორიტეტები იცვლება და, შესაბამისად, იმის დასადგენად, თუ როგორი გარეგნობის ქალები იზიდავთ მამაკაცებს დღესდღეობით ყველაზე მეტად, სპეციალური კვლევა ჩატარდა. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცების უმრავლესობისთვის ქალის სახეზე ყველაზე მიმზიდველად ლოყები ითვლება, განსაკუთრებით კი, მათ პუტკუნა ლოყებისა და პატარა ყბის კომბინაცია იზიდავთ, რაც უდავოდ, ძალიან მიმზიდველია. თუმცა ექსპერტები ამას იმით ხსნიან, რომ ასეთი ნაკვთების მფლობელ ქალბატონებს ესტროგენის მაღალი დონე აქვთ, რის გამოც მამაკაცები მათ, როგორც თავიანთი მომავალი შვილების პოტენციურ დედას, მილიონ ქალბატონში გამოჩენისთანავე გამოარჩევენ.
კიდევ ერთი მახასიათებელი თვისება, რომელსაც ძლიერი სქესის წარმომადგენლები ყურადღებას ყველაზე მეტ აქცევენ - სუფთა, გლუვი კანია. მიმზიდველი სახე მათთვის ჯანმრთელობასთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ იზიდავთ მათ ასე ძალიან უნაკლო და ჯანმრთელი კანი.
გაგრძელება