იტალიაში, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე რთული ვითარებაა. სწორედ ამიტომ, იტალიის ხელისუფლებამ ლომბარდიის რეგიონისა და კიდევ 14 პროვინციის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. სავალდებულო კარანტინში დაახლოებით 16 მილიონი ადამიანი იმყოფება. კარანტინშია ტურისტებისთვის ყველაზე საყვარელი და აქამდე ყოველთვის ხალხმრავალი ქალაქები - მილანი და ვენეცია.
იტალიური გამოცემები აქვეყნებენ ფოტოებს, რომლებიც კარანტინის გამოცხადების შემდეგაა გადაღებული. La repubblica წერს, რომ კარანტინის გამოცხადებიდან ათ წუთში სურსათის მაღაზიებთან და აფთიაქებთან რიგები გაჩნდა. გამოცემა ყოველივეს ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ ყიდულობენ მარაგს იტალიელები.
ნახეთ ფოტოები მილანიდან, ვენეციიდან და იტალიის სხვა ქალაქებიდან, რომლებიც სიურეალისტურ ნამუშევრებს მოგაგონებთ:
გაგრძელება