სიახლე

ქალი ავტორების ტოპ 5 წიგნი გაზაფხულის საღამოებისთვისა და უქმეებისთვის

ქალი ავტორების ტოპ 5 წიგნი გაზაფხულის საღამოებისთვისა და უქმეებისთვის
მარ­ტი ქა­ლე­ბის თვე­აო, ამ­ბო­ბენ და ამ თვე­ში ქა­ლებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნა­ვენ. მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა არა­ერ­თი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ქა­ლებს უკავ­შირ­დე­ბა. იმარ­თე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სა­დაც ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე სა­უბ­რო­ბენ და არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ ექ­ცე­ვა ქა­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბაც. ჩვენ კი გთა­ვა­ზობთ ტოპ 5 ქალი ავ­ტო­რის წიგნს, რომ­ლის წა­კი­თხვაც გა­ზა­ფხუ­ლის სა­ღა­მო­ებ­სა და უქ­მე­ებს კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოს გახ­დის:

ჯეინ ოს­ტი­ნი - ამ­პარ­ტავ­ნო­ბა და ამო­ჩე­მე­ბა


"...ელი­ზა­ბეთ­მა თვა­ლე­ბის აწე­ვა და მის­თვის სა­ხე­ში შე­ხედ­ვა ვერ გა­ბე­და... მისი ყო­ვე­ლი სი­ტყვა მე­ტის­მე­ტად უბ­ნევ­და
თავ­გზას... არც დარ­სი ჩან­და უკე­თეს დღე­ში; მის ლა­პა­რაკ­ში აღარც ჩვე­უ­ლი სიმ­შვი­დე ის­მო­და..."

მსოფ­ლი­ო ­ლი­ტე­რა­ტუ­რი­ს ერთ-ერ­თი ყ­ვე­ლა­ზე­ დი­დი­ და ­სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დევ­რის, ერთ-ერ­თი ყ­ვე­ლა­ზე ც­ნო­ბი­ლი­ წიგ­ნი­ს ა­ხა­ლი­ თარ­გმა­ნი.

"ამო­ჩე­მე­ბა", ალ­ბათ, არ ა­რის ყ­ვე­ლა­ზე ­მოხ­დე­ნი­ლი ­და ­ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის ­საყ­ვა­რე­ლი სი­ტყვა, მაგ­რა­მ ის ­მაქ­სი­მა­ლუ­რად ­ზუს­ტად­ გა­მო­ხა­ტავ­ს არსს. ამას­თან, მთარ­გმნელ­მა ­შეძ­ლო ­და ­ამ­ ფორ­მა­ში, ნა­წი­ლობ­რივ­ მა­ინც, ასა­ხა ავ­ტო­რის­ მის­წრა­ფე­ბა ­ა­ლი­ტე­რა­ცი­ი­სა­კენ, რო­მე­ლი­ც ა­სე­თი მ­კა­ფი­ოა ­დედ­ნის ­სა­თა­ურ­ში Pride and Prejudice - "ამ­პარ­ტავ­ნო­ბა ­და ­ა­მო­ჩე­მე­ბა". ამ მხრი­ვა­ც გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ ვერ­სი­აა ­და ­ე­ს ა­რ ა­რის ­პა­ტა­რა ამ­ბა­ვი. რაც მთა­ვა­რია, ამ ­სა­თა­უ­რი­ან ­წიგნს რო­მ აი­ღებ, უკ­ვე ­ი­ცი, რა­ზე­ა ­ის..." - ლე­ვან­ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

აგა­თა კრის­ტი - მკვლე­ლო­ბე­ბი ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით

"აგა­თა კრის­ტი, ბევ­რი მისი თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­გლი­სე­ლი მწერ­ლის მსგავ­სად, დი­კენ­სის მზი­უ­რი სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და. ამ სახ­ლი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი სხი­ვი მერე და მერე ტა­ლან­ტის იდუ­მალ სამ­ყა­რო­ში იმ მახ­ვი­ლად გა­მო­ი­ჭე­და, რის­თვი­საც „დე­ტექ­ტი­ვის დე­დოფ­ლის“ წო­დე­ბა ისე მი­ა­ნი­ჭეს, რო­გორც მე­ო­მარს - რა­ინ­დო­ბა", - თა­მაზ ჭი­ლა­ძე, მწე­რა­ლი.

სა­ხელ­გან­თქმულ ერ­კი­ულ პუ­ა­როს უჩ­ვე­უ­ლო მკვლელ­თან შერ­კი­ნე­ბა უწევს - ის პა­ტა­რა ბელ­გი­ელს წე­რი­ლე­ბით იწ­ვევს შე­ჯიბ­რე­ბა­ში და მის ხელ­მო­წე­რა­ში მხო­ლოდ სამი ასოა: A, B და C.

მკვლე­ლო­ბე­ბი მას იმ ად­გი­ლებ­ში აქვს და­გეგ­მი­ლი, რო­მელ­თა სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი ან­ბა­ნის რიგს მიჰ­ყვე­ბა. ინ­გლი­სურ ან­ბან­ში 26 ასოა. ნუთუ ბოლო ასომ­დე აპი­რებს მის­ვლას?!

ვინ ვის აჯო­ბებს - გო­ნი­ე­რი სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მა­ძე­ბა­რი?

პუ­ა­როს მკვლე­ლის ჩა­ნა­ფიქ­რის ამოხ­სნა მო­უ­წევს.

ელიფ შა­ფა­ქი - ხუ­როთ­მო­ძღვრის შე­გირ­დი

ელიფ შა­ფა­ქის მო­რიგ რო­მან­ში თქვე­ნი მას­პინ­ძე­ლია შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სტამ­ბო­ლი, ჯა­დოს­ნუ­რი, ფე­რა­დო­ვა­ნი, იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი, ბოს­ფო­რის პი­რას ნე­ბივ­რად გა­წო­ლი­ლი ქა­ლა­ქი, კაც­თა ბე­დის მჭე­დე­ლი, შე­მოქ­მედ­თა ას­პა­რე­ზი... იგი თქვენ თვალ­წინ გლო­ვობს და ზე­ი­მობს, ლო­ცუ­ლობს და იწყევ­ლე­ბა, ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ეფ­ლო­ბა და სი­ღა­ტა­კის მწა­რე პურს ჭამს, იწ­ვის და დი­დოს­ტა­ტის ხე­ლით კვლავ შენ­დე­ბა!

პერ­სო­ნაჟ­თა უმ­დიდ­რე­სი გა­ლე­რეა: სუ­ლე­ი­მან დი­დე­ბუ­ლი და მისი მემ­კვიდ­რე­ე­ბი, ევ­რო­პე­ლი ელ­ჩე­ბი თუ მო­ხე­ტი­ა­ლე ბო­შე­ბი, სუფი დერ­ვი­შე­ბი თუ ჰა­რამ­ხა­ნის ტურ­ფე­ბი... და ამ გა­ლე­რე­ის გვირ­გვი­ნი – სტამ­ბო­ლის ლე­გენ­და­რუ­ლი აღმშე­ნე­ბე­ლი კოჩა მი­მარ სი­ნა­ნი!

შარ­ლო­ტა ბრონ­ტე - მას­წავ­ლე­ბე­ლი

მას­წავ­ლე­ბე­ლი შარ­ლო­ტა ბრონ­ტეს პირ­ვე­ლი რო­მა­ნია, რომ­ლის გა­მო­ცე­მა კარ­გა ხანს ვერ მო­ხერ­ხდა, რად­გან გა­მომ­ცემ­ლებ­მა და­ი­წუ­ნეს. რო­მა­ნი მწერ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ, 1857 წელს და­ი­ბეჭ­და და მას­ში უკვე ჩანს XIX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი პუ­პუ­ლა­რუ­ლი რო­მა­ნის, "ჯეინ ეა­რის" ავ­ტო­რის ნი­ჭი­ე­რე­ბა. "მას­წავ­ლებ­ლის" დაწე­რის იდეა მას ბრი­უ­სელ­ში და­ე­ბა­და, სა­დაც უცხო ენებს სწავ­ლობ­და.

წიგ­ნი აღ­წერს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის, უი­ლი­ამ ქრიმ­სვორ­თის ამ­ბავს - ცხოვ­რე­ბა­ში ად­გი­ლის სა­პოვ­ნე­ლად მის ძი­ე­ბებს, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და­მო­უ­კი­დე­ბელ, პრინ­ცი­პულ მა­მა­კა­ცად, რომ­ლის­თვი­საც გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი სიმ­დიდ­რე, ვიდ­რე გა­რეგ­ნუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე­ბა - გო­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ რაც ბრწყი­ნავს, ყო­ველ­თვის ოქრო არ არის.

რე­ი­ჩელ ჰო­ლი­სი - გონს მო­ე­გე, დაო

იუ­მო­რი­თა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიბ­რძნით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წიგ­ნით, ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ­სა­ხე, TheChicSite.com-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ სა­კუ­თა­რი მე­დი­ა­კომ­პა­ნია „ჩიკ მე­დი­ის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი რე­ი­ჩელ ჰო­ლი­სი გვეხ­მა­რე­ბა, გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმ ტყუ­ი­ლე­ბის ტყვე­ო­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ხელს გვიშ­ლის ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რები.

უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის შე­საქ­მნე­ლად გა­ცე­მუ­ლი რჩე­ვე­ბი­თა და სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის გუ­ლახ­დი­ლად გა­ზი­ა­რე­ბით, რე­ი­ჩელ ჰო­ლის­მა ასო­ბით ათა­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და გა­მომ­წე­რი შე­ი­ძი­ნა.

„გონს მო­ე­გე, დაოს“ თი­თო­ე­უ­ლი თავი იწყე­ბა ცალ­კე­უ­ლი ტყუ­ი­ლით, რომ­ლი­საც ჰო­ლისს ოდეს­ღაც სჯე­რო­და - ტყუ­ი­ლით, რო­მელ­მაც და­ა­ზა­რა­ლა მისი ფსი­ქი­კა, თვით­შე­ფა­სე­ბა და რო­მელ­საც ლა­მის და­ნებ­და, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც და­ა­მარ­ცხა ის.

ჰო­ლი­სი არა­ფერს მა­ლავს. ურ­ყე­ვი რწმე­ნი­თა და სი­თა­მა­მით მო­უ­წო­დებს ქა­ლებს, იცხოვ­რონ შე­მარ­თე­ბი­თა და ენერ­გი­ით, იყ­ვნენ თავ­და­ჯე­რე­ბულ­ნი და გა­მო­აღ­ვი­ძონ თა­ვი­ან­თი მი­ძი­ნე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93