მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ - Marao

მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ

2020-03-12 10:16:29+04:00


ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს, რიტა უილსონს, კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელ "ტვიტერის" მეშვეობით თავად განაცხადა.

წყვილს კორონავირუსი მაშინ დაუდგინდა, როდესაც გადაღებებზე ავსტრალიის შტატ ქვინსლენდში იმყოფებოდა. ისინი ახლა მკურნალობას ქალაქ გოლდ-კოსტის საავადმყოფოში გადიან. ჯერჯერობით უცნობია წყვილის დაინფიცირების წყარო.

"ჩვენ თავს დაღლილად ვგრძნობთ, თითქოს გავცივდით. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს დღევანდელ მსოფლიოშია აუცილებელი, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარეთ და დადებითი შედეგი გვქონდა", - წერს ტომ ჰენქსი "ტვიტერის"

გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"