ახალი ტიპის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს აშინებს და საზოგადოების დიდი ნაწილი პანიკაშია. ადამიანები თავის დასაცავად სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.
როგორც ჩანს, კორონავირუსით შეშინებულია პოდიუმის დედოფლად აღიარებული სუპერმოდელი ნაომი კემპბელიც, რომელიც ლოს-ანჯელესის აეროპორტში პაპარაცებმა ერთი შეხედვით უჩვეულო ფორმაში აღბეჭდეს, თუმცა, თუ მიმდინარე მოვლენებს გავითვალისწინებთ, მისი ჩაცულობა სულაც აღარ იქნება გასაკვირი.
ნაომი კემპბელი ვირუსების საწინააღმდეგო სრული ეკიპირებით იყო აღჭურვილი. მოდელი "ინსტაგრამის" გვერდზე თავადაც ავრცელებს აღნიშნულის ამსახველ ფოტოებს.
იხილეთ ფოტოები