ზღვა დადებითი ემოცია - პარფიუმერული ქსელის, „ლუტეციას“ მიერ ორგანიზებულ კამპანიას „გაუზიარეემოცია“, ისეთივე ფინალი ჰქონდა, როგორი განწყობაც პირველივე დღეებში საზოგადოებაში აღძრა. რვა საინტერესო და გამბედავ ქალბატონს, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების მეშვეობით, სრულიად ქვეყანამ გაიცნო, 8 მარტს, თავად „ლუტეციას“ დამფუძნებელმა ვახტანგ ფხაკაძემ ერთ-ერთ ქსელში უმასპინძლა და ქალთა დღესთან დაკავშირებით, საჩუქრებიც პირადად გადასცა. სასაჩუქრე კალათებთან ერთად, ქალბატონებმა მიიღეს სრულიად უცხო ადამიანების მიერ ბარათით გაზიარებული ემოციები, რომლებსაც მომხმარებლები თუ უბრალოდ მხარდაჭერები მთელი კამპანიის განმავლობაში მათ ფავორიტებს უგზავნიდნენ. ამ ბარათების მიღება განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა „ლუტეციას“ მიერ აღმოჩენილი რვა ქალბატონისთვის, რომლებმაც საკუთარი ცხოვრებით დაამტკიცეს, რომ სუსტი სქესი მხოლოდ დრომოჭმული სტერეოტიპია, მონდომებითა და დაუღალავი შრომით კი ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი - ბავშვობის ოცნებების ახდენაც კი.
„ლუტეციამ“, პარფიუმერულ ინდუსტრიაში პირველმა შეძლო კონკრეტული ადამიანების ცხოვრების მაგალითის ჩვენებით, გამოწვევებთან გამკლავებისა თუ დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან ბრძოლის კუთხით სრულიად საზოგადოებისთვის მოტივაცია აემაღლებინა. კომპანიის დამფუძნებელი ვახტანგ ფხაკაძე გვიყვება, რომ ბრენდის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი შესაძლებლობების მაქსიმალური წარმოჩენაა:
ვახტანგ ფხაკაძე, პარფიუმერული ქსელის, „ლუტეციას“ დამფუძნებელი: "ჩვენი კომპანია, პირველ რიგში, ადამიანების საჭიროებების შესწავლაზეა ორიენტირებული - მუდმივად ვცდილობთ, წინა პლანზე წარმოვაჩინოთ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით ამსხვრევენ სტერეოტიპებს, საკუთარი შრომით აღწევენ წარმატებას და ამით სხვებსაც აძლევენ მოტივაციას, რომ მონდომებითა და საკუთარი საქმის სიყვარულით შეუძლებელი არაფერია. ასეთი ადამიანები, ბუნებრივია, მომავალი თაობისთვისაც სამაგალითოები არიან. „ლუტეცია“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ყოველთვის გამოირჩეოდა და კამპანია „გაუზიარეემოციაც“ ამის ნათელი დადასტურებაა. ჩვენ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ".
კამპანია, რომელსაც სოციალურ ქსელში მაღალი გამოხმაურება მოჰყვა და პირველივე დღიდან საზოგადოების ჩართულობამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, „ლუტეციამ“ კრეატიულ სააგენტო „ბეთერფლაისთან“ ერთად დაგეგმა. როგორც პროექტის მენეჯერი სალომე მეცხვარიშვილი გვიყვება, თავდაპირველად, კამპანია სოციალურ ქსელზე იყო გათვლილი, თუმცა ძლიერი ქალბატონების ცხოვრებისეული ისტორია იმდენად შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა, რომ ის სრულიად მედიის ინტერესის ქვეშ მალევე მოექცა:
სალომე მეცხვარიშვილი, კრეატიული სააგენტო „ბეთერფლაი“: "თავიდანვე გვსურდა, დაგვეგეგმა კამპანია, რომელიც სხვა მსგავსი პროექტებისგან სრულიად განსხვავებული იქნებოდა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ შეგვექმნა კონტენტი, რომელიც ნებისმიერი ასაკისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის საინტერესო იქნებოდა და ადამიანებს იმის სურვილიც გაუჩნდებოდათ, ერთმანეთისთვის ემოციები გაეზიარებინათ. ასეც მოხდა - 8 მარტთან დაკავშირებით, შევარჩიეთ 8 ქალბატონი, რომლებიც საკუთარი გამბედაობითა და ბრძოლისუნარიანობით ნამდვილად გამორჩეულები არიან. გამოხმაურებამაც არ დააყოვნა - ვიდეოები მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. კამპანიაში კი, „ლუტეციას“ მომხმარებლებთან ერთად, უამრავი ადამიანი ჩაერთო, რომელსაც გაუჩნდა სურვილი, საკუთარი ემოციები ამ რვა უნიკალური ისტორიის მქონე ქალბატონისთვის გაეზიარებინა".
გარდა იმისა, რომ რვა ძლიერმა ქალბატონმა შეძლო ბევრისთვის განსაკუთრებით პოზიტიური ემოცია გადაეცა, კამპანია „გაუზიარეემოცია“ აღმოჩნდა მაგალითი, რომ სწორად გაჟღერებულ გზავნილებს დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია სოციალურ გარემოსა და ფართო საზოგადოებაზე. თუ თქვენ „ლუტეციას“ სოციალურ ქსელს ესტუმრებით და მოქალაქეების გამოხმაურებებსაც გაეცნობით, მიხვდებით, რომ აღნიშნულმა კამპანიამ მოახერხა და ბევრის ცნობიერებაც კი აამაღლა, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ არაერთ ქალბატონს საკუთარ შესაძლებლობებში მეტი თავდაჯერებულობის განცდა გაუჩნდა.
R