სიახლე

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 14-15 მარტს

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 14-15 მარტს
ხვალ, 14 მარტს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, თოვლ-ჭყაპიც იყოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 15 მარტს გამოიდარებს, მაგრამ 16 მარტიდან საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

"დღეს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მაღალი იქნება, დასავლეთ საქართველოში +20 +25 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, +17 +22 გრადუსი. ხვალ დღისით საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა, თოვლ-ჭყაპი
იყოს. ჰაერის ტემპერატურა
დაიკლებს, დაბლობსა და ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +15 +18 გრადუსი იქნება.

დედაქალაქშიც გაწვიმდება და დღის ბოლოს დაუბერავს დასავლეთის მიმართულების ქარი. ხვალ თბილისში მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +15 +17 გრადუსი. ნალექის ინტენსივობა 15 მარტს შესუსტდება, მხოლოდ ერთი დღით გამოიდარებს. 16 მარტიდან საქართველოში არამდგრადი ამინდები დაიწყება", - აცხადებს გვაზავა.

წყარო: kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93