სიახლე

რა უნდა მოვიმარაგოთ წინასწარ, თუკი კარანტინში ყოფნა მოგვიწევს

რა უნდა მოვიმარაგოთ წინასწარ, თუკი კარანტინში ყოფნა მოგვიწევს
კორონავირუსის საფრთხის გამო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ (ჩინეთი, იტალია) კარანტინი გამოაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რისკჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს და მათ, ვისაც ამ ადამიანებთან კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციის რეკომენდაციას აძლევს.


იძულებით თუ ნებაყოფლობით კარანტინს მომზადებულები რომ შევხვდეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებზე დაყრდნობით შევადგინეთ იმ პროდუქტების სია, რომლებიც წინასწარ უნდა მოვიმარაგოთ, თუკი კარანტინში ყოფნა მოგვიწევს.

საკვები პროდუქტები



მოიმარაგეთ იმ რაოდენობის საკვები, რომ ერთ ადამიანს, სულ მცირე, 2 კვირის განმავლობაში ეყოს. თავი შეიკავეთ მალფუჭებადი საკვების შეძენისგან. მოიმარაგეთ ბურღულეული, ბრინჯი,
წიწიბურა, შვრია, ლობიო.
კარანტინის დროს მოსახერხებელია კონსერვების შეძენაც, რომელთა ვადა 1 წელზე მეტია. არც ყავისა და შოკოლადის მომარაგება დაგავიწყდეთ. ეს უკანასკნელი განწყობის გაუმჯობესებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.


ჰიგიენური საშუალებები



მოიმარაგეთ საკმარისი რაოდენობის ჰიგიენური საშუალებები, მინიმუმ, 2 კვირა რომ გეყოთ: საპონი, ანტიბაქტერიული ხსნარი, ხელსახოცები და სხვ.
მთავარ რეკომენდაციად კვლავ ხელების ხშირი დაბანა რჩება, კარანტინის დროს კი დიდი რაოდენობით საპონი დაგჭირდებათ. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93