ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრი ოფირ აკუნისი აცხადებს, რომ ებრაელი მეცნიერები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ზღვარზე არიან. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ვაქცინას რამდენიმე კვირაში მიიღებენ, ხოლო წარმოებისთვის მზად შესაძლოა 90 დღეში იყოს.
"ვულოცავთ გალილეის კვლევით ინსტიტუტს MIGAL-ს ამ სასიხარულო მიღწევას, - ამბობს აკუნისი. - დარწმუნებული ვარ, რომ საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი და სერიოზული გლობალური საფრთხის შემცველი ვირუსის, COVID-19-ის პრობლემა დაიძლევა".
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში MIGAL-ის გუნდი მუშაობდა შინაური ფრინველების ინფექციური ბრონქიტის გამომწვევი ვირუსის (IBV) საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე.
ეს ვირუსიც კორონავირუსების ჯგუფს ეკუთვნის. ვაქცინის ეფექტურობა დადასტურდა ვეტერინარულ ინსტიტუტში ჩატარებული გამოცდისას.
"ჩვენი კონცეფცია ეფუძნება არა კონკრეტული ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას, არამედ კონცეფციის შემუშავებას", - ამბობს ექიმი ჩენ კაცი, MIGAL-ის ბიოტექნოლოგიური გუნდის ხელმძღვანელი.
მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის დნმ გაშიფრეს, MIGAL-ის მეცნიერებმა გამოიკვლიეს ის და აღმოაჩინეს, რომ შინაური ფრინველის კორონავირუსი გენეტიკურად ძალიან ჰგავს ადამიანის კორონავირუსს და დაინფიცირებისასაც იმავე მექანიზმს იყენებს, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ მისი საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა უმოკლეს დროში შეიქმნება.
"ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩა, რომ სისტემა გადავაწყოთ ახალი თანმიმდევრობისათვის, - ამბობს მეცნიერი. - ჩვენ პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში ვაქცინა გვექნება. გაგრძელება