ახალი ტიპის კორონავირუსის, Covid-19-ის შემთხვევები მსოფლიოს 141 ქვეყანაშია გამოვლენილი და მათ შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. ყველაზე მეტი შემთხვევა ამ დროისთვის რუსეთშია გამოვლენილი. მას მოსდევს საქართველო, შემდეგ სომხეთი, აზერბაიჯანი და ბოლოს თურქეთი.
რუსეთი:
რუსეთში ბოლო, ოფიციალური მონაცემებით, 63 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. მათ შორის 8 გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები. ასევე, როგორც ვიცით, 16 მარტიდან რუსეთ-საქართველოს საზღვარიც დაიკეტა და მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდა.
რუსეთის ხელისუფლებამ სასწავლო დაწესებულებებს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია მისცა. ადამიანები საკვებ პროდუქტს იმარაგებენ, თუმცა, როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, რუსეთში ისეთი პანიკა არაა, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
დეზინფექცია უტარდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქუჩაში კი საზოგადოების ნაწილი პირბადით დადის.
გაგრძელება