მშობლები ბავშვობიდან გვასწავლიდნენ ხელების საპნით დაბანას ეზოდან ამოსვლის შემდეგ. ყველა ზრდასრული ადამიანი დღეში რამდენჯერმე იბანს ხელებს, თუმცა საკითხავია, რამდენად სწორად ხდება ეს პროცესი? ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზიაცია და სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაცია რეკომენდაციას ხელების საპნის გულდასმით დაბანის თაობაზე გასცემენ, იმისათვის, რომ სხვადასხვა ტიპის დაავადების გავრცელება შევამციროთ. თუკი ყველაფერს წესის მიხედვით გავაკეთებთ, ჰაერ-წვეთოვანი გზით დაავადებების გავრცელებას ავირიდებთ.
ხელების საპნით დაბანა
იცოდი, რომ ხელები, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანო იმისათვის, რომ ბაქტერიები მოიშორო ხელიდან? ჭუჭყი შესაძლოა დაგროვდეს ყველაზე რთულად მისაწვდომ ადგილებში: თითებს შორის, ფრჩხილის ქვეშ. ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევები კი ასე გამოიყურება:
ხელის დაბანის ალგორითმი
- დაისველე ხელი წყლით. წყლის ტემპერატურას მნიშვნელობა არ აქვს, ექიმების მოსაზრებით. მთავარია, მდუღარე წყალი არ იყოს, იმისათვის, რომ არ დაიწვა ხელი.
- თხევადი ან მყარი საპნით დაიბანეთ ხელი. პრინციპული სხვაობა საპნებს შორის ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი მყარ საპონს იყენებთ, მაშინ უმჯობესია ნახვრეტებიან სასაპნეში მოათავსოთ.
- ახლა უნდა აიქაფოთ საპონი ხელისგულებს შორის.
- დაიმუშავეთ ხელის ზედა ნაწილი.
- თითებს შორის საპნით კარგად დაიმუშავეთ, ხელისგულები ბოქლომისებურად დააწყვეთ.
- დაიმუშავეთ დიდი თითები საპნით.
- თითის ბალიშებზე წაისვით საპონი, ორივე ხელზე მონაცვლეობით. ფრჩხილის ქვეშ ჭუჭყის მოსაცილებლად გამოიყენეთ ჯაგრისი.
- ჩამოიბანეთ საპონი და გაიმშრალეთ ხელი ქაღალდით ან პერსონალური პირსახოცით.
- დაბანილი ხელით, უმჯობესია, არ შეეხოთ ონკანის ზედაპირს, გამოიყენეთ ქაღალდი.
- ხელის დაბანა აუცილებელია გარეთ სეირნობის შემდეგ, საკვების გამოყენებისა და მომზადების შემდეგ, საპირფარეშოში სტუმრობის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის და ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ. ხელის ხშირი დაბანის შედეგად შესაძლოა კანმა სიგლუვე დაკარგოს, ამიტომ რეგულარულად გამოიყენეთ დამატენიანებელი საცხი.
- თუკი საპნით დაბანის საშუალება არ გაქვთ, გამოიყენეთ ანტისეპტიკური საშუალებები და სპირტის შემცველი სპრეები. ანტისეპტიკური საშუალებებიც იმავე პრინციპით უნდა გამოიყენოთ, როგორც ხელის დაბანის დროს.
- არ დაგავიწყდეთ, ხელის დაბანის პროცესი 20 წამზე ნაკლები არ უნდა იყოს, დაახლოებით ცნობილი სიმღერის, Happy Birthday to You-ს ხანგრძლივობის არის. შესაბამისად, ტაიმერის დანიშვნას უმჯობესია გონებაში წაიმღეროთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!წყარო