კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანის ცხოვრების ჩვეული რიტმი დაარღვია. ყოველდღე ცხოვრების განსხვავებულ წესებთან გვიწევს შეჩვევა. ადამიანების ნაწილი კარანტინში, ნაწილიც თვითიზოლაციაშია.
მიუხედავად იმ რთული პერიოდისა, რომელიც მთელ მსოფლიოს აქვს, ადამიანები მაინც ახერხებენ ერთმანეთის გახარებას და ასეთ დროსაც კი შეუძლიათ რომანტიკულები იყვნენ.
მაგალითად, კონექტიკუტის შტატში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი ხელს ვერ უშლის, რომ კვლავ რომანტიკოსი იყოს. ბობ შელარდის ცოლი, ნენსი ვირუსის გამო კარანტინშია. წყვილს 14 მარტს ქორწინებიდან 67 წელი შეუსრულდა და აქამდე ეს დღე ცალ-ცალკე არასდროს გაუტარებიათ.
ბობი იმ შენობასთან მივიდა, სადაც ნენსი კარანტინშია. მას თან ჰქონდა ბუშტები და ბანერი წარწერით - "მე შენ მიყვარხარ უკვე 67 წელია, ქორწინების დღეს გილოცავ“. იხილეთ ფოტოები