კორონავირუსის გავრცელებამ ჩვენი, ყველას ყოველდღიურობა შეცვალა. ცნობილი სახეების დიდი ნაწილი სახლში, შვილებთან ერთადაა გამოკეტილი, ზოგი მათგანი ნიღბით გადაადგილდება თბილისის ქუჩებში. არიან ისეთებიც, რომლებიც თვითოიზოლაციაში იმყოფებიან, მაგალითად, ნინო ჩხეიძე, ისრაელში მოგზაურობის შემდეგ.
გადავავლოთ თვალი "ინსტაგრამზე" ქართველი ვარსკვლავების აქტივობას.
ამ მამაკაცის ცნობა, კარგად თუ არ დააკვირდით, გაგიჭირდებათ. ასე გამოიყურება კორონავირუსისგან დასაცავად გამზადებული უცნობი, გია გაჩეჩილაძე. ფოტო მომღერალს შვილმა გამოუქვეყნა "ინსტაგრამზე", ტექსტით - "თავს ირთობს..."
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი განსხვავებული ნიღბებით ირთობენ თავს და ვიდეოებს აქვეყნებენ.
მოდელ თაკო ნაცვლიშვილს ისღა დარჩენია, რომ სილამაზის შენარჩუნებაზე იზრუნოს - უმცროს ძმასთან ერთად სახეზე კოსმეტიკური ნიღბით პოზირებს.
გაგრძელება