დამცავი ნიღბის დამზადების 4 ვარიანტი - დეტალური ინსტრუქცია ფოტოგაკვეთილებით - Marao

დამცავი ნიღბის დამზადების 4 ვარიანტი - დეტალური ინსტრუქცია ფოტოგაკვეთილებით

2020-03-18 12:45:07+04:00


დამცავი ნიღაბი ერთ-ერთი მთავარი თავდაცვის საშუალებაა კორონავირუსის დროს. მედპერსონალი აქტიურად მოუწოდებს არა მარტო დაავადებულ, არამედ ჯანმრთელ ადამიანებსაც ნიღბების ტარებისკენ მაშინ, თუკი სამედიცინო დაწესებულებას ესტუმრება, მაღაზიასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისას.

ამასთანავე, ნიღაბი არამარტო მალავს ჩვენს სასუნთქ ორგანოებს, არამედ სახესაც იცავს საკუთარი ხელებისგან. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები რეკომენდაციებს გასცემენ საპნით ხელების რეგულარულად დაბანისა და ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენების თაობაზე.

აფთიაქებში ნიღბების მარაგი ბევრგან უკვე ამოწურულია. „მარაოს" რედაქცია გიზიარებთ რჩევებს, როგორც დავამზადოთ რამდენიმე წუთში ნიღაბი საკუთარი ხელით.

ნიღაბი სამედიცინო სახვევისაგან

დაგჭირდებათ

  1. არასტერილური სახვევი (სტანდარტული ზომა 14х7)
  2. ბამბის ნაჭერი 14х14 სმ, სისქე 1 სმ
  3. მაკრატელი
  4. ძაფი
  5. ნემსი
  6. სამკერვალო საზომი

  • მოჭერით 60-80 სმ-ის სამედიცინო სახვევი (უფროსებისთვის)

как сделать медицинскую маску

  • გადაკეცეთ სახვევი და დაჭერით ორ ნაწილად, 7 სმ სისქის. დაახვიეთ. ეს იქნება თასმები

как сделать своими руками медицинскую маску

  • ბამბის ზედაპირზე 20 სმ სიგრძის სახვევი მოათავსეთ.

как сделать тканевую маску

  • მარჯვნიდან და მარცხნიდან ბამბისგან, სახვევის პერპენდიკულარულად მოათავსეთ თასმები

как сделать защитную маску

  • ბამბა შეფუთეთ სახვევით 4-ჯერ.

как сделать маску

  • მოაჭერით ზედმეტი და მიაკერეთ ნაპირებზე თასმები.

ასეთი ნიღაბი, ქარხნულის მსგავსად, შეგიძლიათ 2 საათი გამოიყენოთ. გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ საპნით გარეცხოთ და კვლავ გამოიყენოთ.

ქაღალდის ნიღაბი

დაგჭირდებათ

  1. ქაღალდის ხელსახოცი
  2. 2-3 ნაჭერი დოლბანდი 20х20 სმ
  3. 2 ნაჭერი სარეცხის რეზინი 12 სმ ზომის
  4. საკანცელარიო სტეპლერი
  • გააკეთეთ ბურგერი: ქაღალდის ხელსახოცის ნაჭერი, 3 ნაჭერი დოლბანდი და კიდევ ერთი ნაჭერი ქაღალდის ხელსახოცი ზემოდან.

защитная маска дома

  • გადაკეცეთ ნიღაბი გარმონის მსგავსად.

как сделать защитную маску в домашних условиях

  • რეზინები მოათავსეთ ზედა და ქვედა ნაპირზე. დაამაგრეთ სტეპლერის მეშვეობით.

как сделать медицинскую маску в домашних условиях

  • დაამაგრეთ ნიღბის ყველა ნაკეცი სტეპლერით იმისათვის, რომ არ დაიშალოს. ის მხარე, რომელზეც სკრეპების წვეტი გამოდის, მოათავსეთ გარე მხარეს.

как сделать медицинскую маску из марли

  • ასეთი ნიღბის დამზადება მარტივია, თუმცა გამოყენებისთანავე უნდა გადააგდოთ. ეს ნიღაბი მრავალჯერადი გამოყენებისთვის არ არის რეკომენდებული.

უბრალო ნიღაბი ნაჭრისგან

как сделать медицинскую маску из марли

დაგჭირდებათ

  1. ბამბის ნაჭერი 50х30 სმ
  2. 40 სმ სარეცხის რეზინი
  3. ნემსი და ძაფი
  4. მაკრატელი
  • გადაკეცეთ ნაჭერი ორ ნაწილად სიგანეზე და შემოაკერეთ გვერდები. ნაპირიდან მანძილი 1 სმ უნდა ის. უნდა გამოვიდეს სამკლავურის მსგავსი რამ.

как сделать маску из ткани

  • გადმოაბრუნეთ სწორ მხარეს. გადაატარეთ შუაში ნაკერი და გააუთოეთ.

как сделать медицинскую маску из марли

  • კიდევ ერთხელ გადაკეცეთ შუაზე (სიგრძეზე)

как сделать медицинскую маску для лица

  • შეკერეთ ნაპირები, 1 სმ-ის დატოვებით.
  • მოათავსეთ რეზინი, თითოს სიგრძე 20 სმ უნდა იყოს.
  • შეკერეთ ნაპირები იმ ადგილას, სადაც რეზინი გაატარეთ.
  • დაარეგულირეთ რეზინები თქვენი სახის ზომის მიხედვით.
  • ასეთი ნიღბის გარეცხვა დასაშვებია და შეგიძლიათ ბევრჯერ გამოიყენოთ

 

ფიგურული ნიღაბი ნაჭრისგან

как сделать медицинскую маску для лица

დაგჭირდებათ

  1. 2 ნაჭერი ნეოპრენი 15х15 სმ
  2. მაკრატელი
  3. ნემსი და ძაფი
  4. სახაზავი

 

  • დაბეჭდეთ ან დახატეთ მითითებული სურათის მიხედვით ნიმუში მყარ ფურცელზე.

как сделать медицинскую маску для лица

  • როგორც ხედავთ, დიდი ნაწილი ჰორიზონტალურად შეადგენს 16.5 სმ-ს (12.5+4), ხოლო ვერტიკალურად 14 სმ-ს (3+4+4+3).

как сделать медицинскую маску для лица

  • დაამზადეთ ნიმუში

как сделать медицинскую маску для лица

  • გამოჭერით ორი ერთნაირი დეტალი ნეოპრენისგან (ეს მასალა კარგად იწელება).

как сделать медицинскую маску для лица

  • დააწყვეთ ნაწილები ერთად და შეკერეთ. ნაკერი უნდა იყოს გარედან, იმისათვის, რომ სახე არ დაგიჩხაპნოთ.
как сделать медицинскую маску для лица

სულ ეს არის. მრავალჯერადი ნიღაბი ნაჭრისგან მზად არის. ნიღბის შიგნით უმჯობესია ფილტრაციისთვის რამდენიმე ფენა დოლბანდი მოათავსოთ.

ნიღაბი მყარად ფარავს ცხვირს, პირს, არ ტოვებს სივრცეს, ხოლო გამოყენების შემდეგ საგულდაგულოდ გარეცხეთ და კვლავ გამოიყენეთ.

გამოიყენეთ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, ხელები დაიბანეთ ხშირად და იყავით ჯანმრთელები!

Картинки по запросу

წყარო