დამცავი ნიღაბი ერთ-ერთი მთავარი თავდაცვის საშუალებაა კორონავირუსის დროს. მედპერსონალი აქტიურად მოუწოდებს არა მარტო დაავადებულ, არამედ ჯანმრთელ ადამიანებსაც ნიღბების ტარებისკენ მაშინ, თუკი სამედიცინო დაწესებულებას ესტუმრება, მაღაზიასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისას.
ამასთანავე, ნიღაბი არამარტო მალავს ჩვენს სასუნთქ ორგანოებს, არამედ სახესაც იცავს საკუთარი ხელებისგან. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები რეკომენდაციებს გასცემენ საპნით ხელების რეგულარულად დაბანისა და ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენების თაობაზე.
აფთიაქებში ნიღბების მარაგი ბევრგან უკვე ამოწურულია. „მარაოს" რედაქცია გიზიარებთ რჩევებს, როგორც დავამზადოთ რამდენიმე წუთში ნიღაბი საკუთარი ხელით.
ნიღაბი სამედიცინო სახვევისაგან
დაგჭირდებათ - არასტერილური სახვევი (სტანდარტული ზომა 14х7)
- ბამბის ნაჭერი 14х14 სმ, სისქე 1 სმ
- მაკრატელი
- ძაფი
- ნემსი
- სამკერვალო საზომი
- მოჭერით 60-80 სმ-ის სამედიცინო სახვევი (უფროსებისთვის)
- გადაკეცეთ სახვევი და დაჭერით ორ ნაწილად, 7 სმ სისქის. დაახვიეთ. ეს იქნება თასმები
- ბამბის ზედაპირზე 20 სმ სიგრძის სახვევი მოათავსეთ.
- მარჯვნიდან და მარცხნიდან ბამბისგან, სახვევის პერპენდიკულარულად მოათავსეთ თასმები
- ბამბა შეფუთეთ სახვევით 4-ჯერ.
- მოაჭერით ზედმეტი და მიაკერეთ ნაპირებზე თასმები.
ასეთი ნიღაბი, ქარხნულის მსგავსად, შეგიძლიათ 2 საათი გამოიყენოთ. გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ საპნით გარეცხოთ და კვლავ გამოიყენოთ.
ქაღალდის ნიღაბი
დაგჭირდებათ
- ქაღალდის ხელსახოცი
- 2-3 ნაჭერი დოლბანდი 20х20 სმ
- 2 ნაჭერი სარეცხის რეზინი 12 სმ ზომის
- საკანცელარიო სტეპლერი
- გააკეთეთ ბურგერი: ქაღალდის ხელსახოცის ნაჭერი, 3 ნაჭერი დოლბანდი და კიდევ ერთი ნაჭერი ქაღალდის ხელსახოცი ზემოდან.
- გადაკეცეთ ნიღაბი გარმონის მსგავსად.
- რეზინები მოათავსეთ ზედა და ქვედა ნაპირზე. დაამაგრეთ სტეპლერის მეშვეობით.
- დაამაგრეთ ნიღბის ყველა ნაკეცი სტეპლერით იმისათვის, რომ არ დაიშალოს. ის მხარე, რომელზეც სკრეპების წვეტი გამოდის, მოათავსეთ გარე მხარეს.
- ასეთი ნიღბის დამზადება მარტივია, თუმცა გამოყენებისთანავე უნდა გადააგდოთ. ეს ნიღაბი მრავალჯერადი გამოყენებისთვის არ არის რეკომენდებული.
უბრალო ნიღაბი ნაჭრისგან
დაგჭირდებათ
- ბამბის ნაჭერი 50х30 სმ
- 40 სმ სარეცხის რეზინი
- ნემსი და ძაფი
- მაკრატელი
- გადაკეცეთ ნაჭერი ორ ნაწილად სიგანეზე და შემოაკერეთ გვერდები. ნაპირიდან მანძილი 1 სმ უნდა ის. უნდა გამოვიდეს სამკლავურის მსგავსი რამ.
- გადმოაბრუნეთ სწორ მხარეს. გადაატარეთ შუაში ნაკერი და გააუთოეთ.
- კიდევ ერთხელ გადაკეცეთ შუაზე (სიგრძეზე)
- შეკერეთ ნაპირები, 1 სმ-ის დატოვებით.
- მოათავსეთ რეზინი, თითოს სიგრძე 20 სმ უნდა იყოს.
- შეკერეთ ნაპირები იმ ადგილას, სადაც რეზინი გაატარეთ.
- დაარეგულირეთ რეზინები თქვენი სახის ზომის მიხედვით.
- ასეთი ნიღბის გარეცხვა დასაშვებია და შეგიძლიათ ბევრჯერ გამოიყენოთ
ფიგურული ნიღაბი ნაჭრისგან
დაგჭირდებათ
- 2 ნაჭერი ნეოპრენი 15х15 სმ
- მაკრატელი
- ნემსი და ძაფი
- სახაზავი
- დაბეჭდეთ ან დახატეთ მითითებული სურათის მიხედვით ნიმუში მყარ ფურცელზე.
- როგორც ხედავთ, დიდი ნაწილი ჰორიზონტალურად შეადგენს 16.5 სმ-ს (12.5+4), ხოლო ვერტიკალურად 14 სმ-ს (3+4+4+3).
- გამოჭერით ორი ერთნაირი დეტალი ნეოპრენისგან (ეს მასალა კარგად იწელება).
- დააწყვეთ ნაწილები ერთად და შეკერეთ. ნაკერი უნდა იყოს გარედან, იმისათვის, რომ სახე არ დაგიჩხაპნოთ.
სულ ეს არის. მრავალჯერადი ნიღაბი ნაჭრისგან მზად არის. ნიღბის შიგნით უმჯობესია ფილტრაციისთვის რამდენიმე ფენა დოლბანდი მოათავსოთ.
ნიღაბი მყარად ფარავს ცხვირს, პირს, არ ტოვებს სივრცეს, ხოლო გამოყენების შემდეგ საგულდაგულოდ გარეცხეთ და კვლავ გამოიყენეთ.
გამოიყენეთ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, ხელები დაიბანეთ ხშირად და იყავით ჯანმრთელები!
წყარო