სიახლე

ინსტრუქცია, თუ როგორ გაარჩიო სიმართლე კორონანიუსზე "ფეიკი" სტატიებისგან

ინსტრუქცია, თუ როგორ გაარჩიო სიმართლე კორონანიუსზე "ფეიკი" სტატიებისგან
ინფორმაცია, რომელსაც ადამიანები ავრცელებენ სოციალურ ქსელებსა და პირად მიმოწერებში, ხშირად სიმართლისგან ძალიან შორს არის, ისევე, როგორც მზე დედამიწისგან. ყოველდღიურად ახალი რჩევები ჩნდება, როგორ დავიცვათ თავი. ერთად გავერკვეთ, როგორ არ გავხდეთ სპამშეგონებების მსხვერპლნი.
Картинки по запросу

საიდან იწყება მცდარი ინფორმაცია

ტექსტი, რომელზეც იწყება საუბარი, არავითარ კავშირში არ არის მედიცინასთან. სავარაუდოდ, უკვე არაერთხელ შეხვდი სოციალურ ქსელში მსგავს ტექსტს, სადაც ორთოგრაფია და პუნქტუაციები ავტორისგან შენარჩუნებულია:

"კანადაში ადამიანს შემდეგნაირად აწვდიან ინფორმაციას. ახალი კორონავირუსი სიმპტომებს რამდენიმე დღის განმავლობაში არ ავლენს. რა მეთოდით უნდა გამოვავლინოთ
ინფიცირებული ადამიანი? ახალი ინფორმაციით, დაავადების შემდეგ COVID19-ის სიმპტომების გამოვლენამდე შესაძლოა 20 დღე გავიდეს.

როცა ადამიანს სიცხე აქვს და ხველება, მიმართავს საავადმყოფოს, მისი ფილტვების 50% უკვე ფიბროზომით არის დაინფიცირებული, რაც დაგვიანებულად ითვლება.
Картинки по запросу

ტაივანის ექსპერტები გვთავაზობენ უშუალოდ საკუთარ თავზე ჩასატარებელ ტესტს:

ჩაისუნთქეთ ღრმად და შეიკავეთ სუნთქვა 10 წამზე მეტხანს. თუკი ამის შემდეგ ხველება არ აგიტყდებათ და სუნთქვაც არ გაგირთულდათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ფიბროზი თქვენს ფილტვებში არ არის, შესაბამისად, არც დაინფიცირებული ხართ.

გთხოვთ, ჩაატაროთ ეს ექსპერიმენტი ყოველ დილით, სუფთა ჰაერზე!

მშვენიერი რჩევა იაპონელი ექიმებისგან, რომლებიც COVID 19-ით დაინფიცირებულებს უვლიან.
აუცილებელია, არ დაუშვათ პირსა და ყელში სიმშრალე, უნდა შეინარჩუნოთ ტენიანობა. ამიტომ ყოველ 15 წუთში მოსვით რამდენიმე ყლუპი წყალი.
რატომ? მაშინაც კი, როგორც კი ვირუსი მოხვდება პირში, სითხე მას ჩარეცხავს კუჭში, ხოლო კუჭში ვირუსი კვდება კუჭქვეშა წვენის მეშვეობით.

თუკი წყალს რეგულარულად არ სვამთ, ვირუსს შეუძლია ფილტვებში მოხვდეს. გთხოვთ, ეს ინფორმაცია გაუგზავნოთ თქვენს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

Картинки по запросу

როგორ ამოვიცნოთ მცდარი ინფორმაცია?

1. ანონიმურობა

ტექსტში არ არის მითითებული არანაირი ინფორმაცია, კონკრეტულად ინფორმაციის წყაროც კი. "კანადაში ადამიანების ინფორმირებას ადგენენ" და "ექსპერტები ტაივანიდან". ამასთანავე, კანადაში ინფორმირებას ახდენენ, რომ "უკვე გვიანია", თუმცა პრევენციის ზომებზე არ საუბრობენ, ტაივანის შემთხვევაში კი ყველაფერი უფრო მეტად ბუნდოვანია.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით კანადის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე კორონავირუსისთვის გამოყოფილი აქვთ ცალკე გვერდი. ყველა დაზუსტებული ინფორმაცია სწორედ იქ შეგიძლიათ წაიკითხოთ.
Картинки по запросу

2. თარიღთან კავშირი არ აქვს

ეს ტექსტი უკვე რამდენიმე კვირაა სოციალურ ქსელში დადის. არც თარიღია მითითებული, არც ავტორი. შესაბამისად, ასეთ გავრცელებულ ინფორმაციას ნუ ენდობით. თვალი ადევნეთ ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ რეკომენდაციებსა და რჩევებს.

Картинки по запросу

3. ვარიაციულობა

"ექსპერტები სხვადახვა ქვეყნიდან" - მცდარი ინფორმაციის გავრცელების დამაჯერებელი ნიუანსია. ასეთი რეკომენდაციები, თუკი ოფიციალური სახელმწიფო პირების მიერ არ ვრცელდება, მაშინ უბრალოდ მოგონილია, პანიკის დასათესად.

Картинки по запросу

4. სამედიცინო რჩევების გააზრება

თუკი გულდასმით წაიკითხავდით ამ სტატიას, გაგიჩნდებოდათ კითხვა, თუ წყალი ვირუსს კლავს, მაშინ რატომ კვდება ამდენი ადამიანი? ანონიმური ავტორი პასუხს არ იძლევა, ანუ გამოდის, რომ მცდარ ინფორმაციას აქვს ადგილი.

ასეთი ტექსტები საშიშია ფსიქიკისთვის, ის მეტ პანიკას თესავს ადამიანებში და ბევრზე იმდენად ცუდად აისახება, რომ ჰგონიათ, თვითონაც დაინფიცირებულები არიან. ამიტომ ენდეთ გადამოწმებულ ინფორმაციას, ნუ აჰყვებით პანიკას და გისურვებთ ჯანმრთელობას.
Картинки по запросу
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93