ინფორმაცია, რომელსაც ადამიანები ავრცელებენ სოციალურ ქსელებსა და პირად მიმოწერებში, ხშირად სიმართლისგან ძალიან შორს არის, ისევე, როგორც მზე დედამიწისგან. ყოველდღიურად ახალი რჩევები ჩნდება, როგორ დავიცვათ თავი. ერთად გავერკვეთ, როგორ არ გავხდეთ სპამშეგონებების მსხვერპლნი.
"კანადაში ადამიანს შემდეგნაირად აწვდიან ინფორმაციას. ახალი კორონავირუსი სიმპტომებს რამდენიმე დღის განმავლობაში არ ავლენს. რა მეთოდით უნდა გამოვავლინოთ ინფიცირებული ადამიანი? ახალი ინფორმაციით, დაავადების შემდეგ COVID19-ის სიმპტომების გამოვლენამდე შესაძლოა 20 დღე გავიდეს.
როცა ადამიანს სიცხე აქვს და ხველება, მიმართავს საავადმყოფოს, მისი ფილტვების 50% უკვე ფიბროზომით არის დაინფიცირებული, რაც დაგვიანებულად ითვლება.
გთხოვთ, ჩაატაროთ ეს ექსპერიმენტი ყოველ დილით, სუფთა ჰაერზე!
მშვენიერი რჩევა იაპონელი ექიმებისგან, რომლებიც COVID 19-ით დაინფიცირებულებს უვლიან.
აუცილებელია, არ დაუშვათ პირსა და ყელში სიმშრალე, უნდა შეინარჩუნოთ ტენიანობა. ამიტომ ყოველ 15 წუთში მოსვით რამდენიმე ყლუპი წყალი.
რატომ? მაშინაც კი, როგორც კი ვირუსი მოხვდება პირში, სითხე მას ჩარეცხავს კუჭში, ხოლო კუჭში ვირუსი კვდება კუჭქვეშა წვენის მეშვეობით.
თუკი წყალს რეგულარულად არ სვამთ, ვირუსს შეუძლია ფილტვებში მოხვდეს. გთხოვთ, ეს ინფორმაცია გაუგზავნოთ თქვენს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით კანადის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე კორონავირუსისთვის გამოყოფილი აქვთ ცალკე გვერდი. ყველა დაზუსტებული ინფორმაცია სწორედ იქ შეგიძლიათ წაიკითხოთ.
ასეთი ტექსტები საშიშია ფსიქიკისთვის, ის მეტ პანიკას თესავს ადამიანებში და ბევრზე იმდენად ცუდად აისახება, რომ ჰგონიათ, თვითონაც დაინფიცირებულები არიან. ამიტომ ენდეთ გადამოწმებულ ინფორმაციას, ნუ აჰყვებით პანიკას და გისურვებთ ჯანმრთელობას.